მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში 5000 ვაკანსია გამოცხადდა - ვის ეძებენ HR.GE-ზე დამსაქმებლები?

6381e2484fcfa
ლიკა გურაბანიძე
26.11.22 14:51
2249
დასაქმების საიტებზე კომპანიები კომპანიების მხრიდან განთავსებული ვაკანსიების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. bm.ge-სთან საუბარში HR.GE-ს რეგიონული მენეჯერი ინგა შახბაზიანი აღნიშნავს, რომ არის კონკრეტული სექტორები, საიდანაც მოთხოვნა ახლა ყველაზე მეტადაა და ესენია: ჰორეკა სექტორი, საბანკო-საფინანსო სფერო, მომსახურების სხვადასხვა სფეროები და გაყიდვები, სადაც იგულისხმება როგორც გაყიდვების მენეჯერის, ასევე მოლარე-კონსულტანტის პოზიცია.

კომპანიის რეგიონული მენეჯერის თქმით, ნოემბრის თვე სექტემბერ-ოქტომბერთან შედარებით პასიურია.

“საიტზე, გაყიდვების მიმართულება პირველ ადგილზეა და ჯამური ვაკანსიების 24%-ს წარმოადგენს. უკვე გვაქვს გასულ თვეებთან შედარებით მცირედი კლება, დაახლოებით 10-15%-იანი. დეკემბერში კლება კიდევ უფრო მოსალოდნელია, რადგან საახალწლო პერიოდი იწყება და ზოგადად ამ პეირიოდში კომპანიები ახალი თანაშრომლების აყვანისგან თავს იკავებენ”, - აღნიშნა შახბაზიანმა.

HR.GE-ზე სექტემბერში, ვაკანსიაზე 6 500 განცხადება განთავსდა, ოქტომბერში 6 000, ხოლო ნოემბერში დაახლოებთ 5 000 განცხადებაა განთავსებული.