„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ნოემბერში რეალური მშპ, მოლოდინების შესაბამისად წინა წელთან შედარებით 6.9%-დან 12%-მდე აჩქარდა, რაც ძირითადად დაბალი საბაზო ეფექტის შედეგი იყო.
თუმცა მიმოხილვაში აღნიშნული, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი 2019 წელთან შედარებითაც მომატებულია.
„წინა თვის მსგავსად, აღდგენა ყველა სექტორს მოიცავდა, გარდა მშენებლობისა, რაც სახელმწიფოს მიერ შემცირებულმა კაპიტალურმა დანახარჯებმა განაპირობა.
მაშინ, როდესაც ექსპორტის, ტურიზმის, გზავნილებისა და იმპორტის დინამიკა ძლიერი იყო, ფისკალური ფაქტორის მსგავსად, ნოემბრის დაკრედიტებაც შესუსტდა. აღნიშნული, ბიზნეს სეგმენტში, განსაკუთრებით კი კორპორატიული მიმართულებით, სესხების შენელების შედეგია. ამასთან, საყურადღებოა, რომ 2021 წლის მე-2 და მე-3 კვარტლებში კორპორატიულ სექტორში რეკორდული აღდგენა აღინიშნებოდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
პუბლიკაციაში გასულ კვირას სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის მე-3 კვარტლის საგადასახდელო ბალანსიც არის მიმოხილული. განახლების ავტორები ამბობენ, რომ მოლოდინის შესაბამისად, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქონლით ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების ბალანსი, ისევე როგორც ჯამურად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. „რაც შეეხება დაფინანსების მხარეს, პირდაპირი ინვესტიციებიდან მხოლოდ რეინვესტირებულ შემოსავლებს ჰქონდა მნიშვნელოვანი წვლილი, რადგანაც ინვესტიციები სააქციო კაპიტალში ძალზედ დაბალი იყო. ამასთან, არასაბანკო კერძო სექტორი და ეროვნული ბანკი დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო იყო. საბანკო სექტორის მხრივ, საგარეო ვალდებულებები შემცირდა, უცხოური ვალუტის ფლობა (იხ. შოკის გამაძლიერებლის ეფექტი) კი 71 მლნ აშშ დოლარით გაიზრდა, თუმცა მე-2 კვარტალში 501 აშშ დოლარიანი რეკორდული შემცირების შემდეგ“, - ნათქვამია ყოველკვირეულ განახლებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ