მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში, საბანკო დაკრედიტება წლიურად 10.8%-ით გაიზარდა – Galt & Taggart

61d40eac15b02
დავით ჯალაღონია
04.01.22 14:13
622
Galt & Taggart-მა კვირის მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, გასული წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში საბანკო დაკრედიტება წლიურ ჭრილში 10.8%-ით გაიზარდა და 41.4 მლრდ ლარი შეადგინა.

სესხების დოლარიზაცია აღნიშნულ პერიოდში 50.3%-მდე შემცირდა.

"კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2021 წლის ნოემბერში წლიურად 10.8%-ით გაიზარდა (-0.7% თ/თ) და 41.4 მლრდ ლარი შეადგინა.

ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ ნოემბერში 16.4% შეადგინა (+1.2% თ/თ). სექტორების მიხედვით, ნოემბერში კორპორატიული დაკრედიტების წლიური ზრდა მცირედით 16.2%-მდე შენელდა, წინა თვის 16.5%-იანი ზრდის შემდეგ, ხოლო საცალო დაკრედიტების ზრდა 16.7%-მდე დაჩქარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) წინა თვის 15.7%-იანი ზრდის შემდეგ.

2021 წლის ნოემბერში სესხების დოლარიზაცია 50.3%-მდე შემცირდა (-5.75პპ წ/წ და -0.99პპ თ/თ), ხოლო უმოქმედო სესხები 2.2%-ს გაუტოლდა (უცვლლი წ/წ და +0.06პპ თ/თ)", – წერს Galt & Taggart.



რაც შეეხება დეპოზიტებს, 2021 წლის ნოემბრის მდგომარებით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების წლიური ზრდა 11.8%-მდე შენელდა, წინა თვეში დაფიქსირებული 14.2%-იანი ზრდის შემდეგ (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) და 35.7 მლრდ ლარი შეადგინა.

"ვალუტების მიხედვით, ლარის დეპოზიტების წლიური ზრდა 10.5% იყო, ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების ზრდამ 12.6% შეადგინა. ამასთან, ნოემბერში დეპოზიტების დოლარიზაციამ 60.5% შეადგინა (-1.47პპ წ/წ და -0.29პპ თ/თ)", – ნათქვამია Galt & Taggart–ის კვირის მიმოხილვაში.