15.დეკემბერი.2015 16:55
საფინანსო სექტორი

ნოემბერში საქართველოში ფულადი გზავნილები 19 მილიონი დოლარით შემცირდა

ნოემბერში საქართველოში ფულადი გზავნილები 19 მილიონი დოლარით შემცირდა
2015 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 85.2 მლნ აშშ დოლარი, ანუ 204.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 18.3 პროცენტით (19.1 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
 
ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.7 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.2 პროცენტი მოდიოდა.

ნოემბერში საბერძნეთიდან ფულადმა გზავნილებმა 8,7 მილიონი დოლარი შეადგინა, ქვეყნის წილი მთლიან მოცულობაში 10,2 პროცენტია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საბერძნეთის წილი ფულადი გზავნილების მოცულობაში 14 პროცენტი იყო.

8,3 მილიონი დოლარი შეადგინა ფულადმა გზავნილებმა იტალიიდან, ქვეყნის წილი მთლიან მოცულობაში 10.2 პროცენტია. 33 მილიონი დოლარი შემოვიდა რუსეთიდან. რუსეთის წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში 39 პროცენტია. 9,7 პროცენტამდე გაიზარდა აშშ-ს წილი ფულადი გზავნილების მოცულობაში. ნოემბერში აშშ-დან საქართველოში 8,2 მილიონი დოლარი შემოვიდა.

5 მილიონით განისაზღვრა ფულადი გზავნილები თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან კი 1,3 მილიონი დოლარის ტრანსფერი განხორციელდა.

ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.7 მლნ აშშ დოლარი (35,4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.7 მლნ აშშ დოლარისა (28.0 მლნ ლარისა) გასული წლის ნოემბერში.

15.ივნისი.2019 13:05
558

ლონდონის საფონდო ბირჟის მიმოხილვა

ვრცლად
15.ივნისი.2019 12:36
778

„თიბისის“ და „ლიბერთის“ კლიენტები ერთმანეთის ბანკომატებში ფულს იდენტური პირობებით ვეღარ გაანაღდებენ

ვრცლად
14.ივნისი.2019 17:50
285

თიბისი ბანკი ტაქსის მძღოლების ხელშეწყობის პროგრამას უერთდება

ვრცლად
14.ივნისი.2019 13:31
580

შპს "ზიქსიფეის" საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა

ვრცლად
14.ივნისი.2019 13:03
595

მაისში ფულადი გზავნილები გაიზარდა - ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან გადმოირიცხა

ვრცლად
14.ივნისი.2019 12:12
1133

TPAY - გადახდის ახალი პლატფორმა

ვრცლად