მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში უცხოურ ვალუტაში უფრო მეტი სესხი გაიცა, ვიდრე ლარში

5e035309529af
BM.GE
25.12.19 16:20
922
2019 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 614.09 მლნ ლარით (2.00%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.09%-ით გაიზარდა).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 31.37 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 237.37 მლნ ლარით (1.73%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 376.73 მლნ ლარით (2.21%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.37%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის ნოემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.43 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.74%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 10.42 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.19%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.37%-ით მეტი).

2019 წლის ნოემბრის განმავლობაში 1.50%-ით, ანუ 230.76 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 15.65 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.40 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.11 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.15 პროცენტული პუნქტით).