მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბრის მდგომარეობით თბილისში ბინების გაყიდვების რაოდენობა თითქმის 2019 წლის ნიშნულზეა

5fc10a498dcf3
შოთა ტყეშელაშვილი
27.11.20 23:10
986
TBC Capital-მა საქართველოს ეკონომიკის შესახებ მორიგი მიმოხილვა გამოაქვეყნა, რაც სესხებისა და სავაჭრო ოპერაციების ოპერატიულ მონაცემებს ეყრდნობა. ანგარიშის თანახმად, 19 ნოემბრის კვირის მდგომარეობით, თბილისში ბინების გაყიდვების მაჩვენებელი წლიურ ჭრილში მხოლოდ 1%-ით არის შემცირებული. ქვეყანაში გაცემული ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა კი წლიურ ჭრილში 22%-ით არის შემცირებული. 

"19 ნოემბრის მდგომარეობით თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის 7-დღიანი საშუალოს წლიური ცვლილება უარყოფით ნიშნულზეა და -1% შეადგინა;

ახალი გაცემული იპოთეკური სესხები 1-23 ნოემბერში წლიურად 22%-ით არის შემცირებული;

6 ივლისიდან გაცემულ გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი 34.3%-ია, +0.4 პპ წინა კვირასთან შედარებით,"- ნათქვამია TBC Capital-ის ანგარიშში. 

შეგახსენებთ, ლარის იპოთეკური სესხების სუბსიდირება მთავრობამ უძრავი ქონების ბაზრის სტიმულირებისთვის დაიწყო და ის 2020 წლის 31 დეკემბერს სრულდება. პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

სახელმწიფო ასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
● სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
● შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;