ნოემბერში, როდესაც ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს და ზამთრის ცივი დღეები ახლოვდება, კლიმატური ცვლილებები ჩვენს ავტომობილზეც აისახება. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია, შეამოწმოთ სხვადასხვა დეტალი და საჭიროების შემთხვევაში, დროულად შეცვალოთ. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ავტომობილის გაუმართაობასთან დაკავშირებული უსიამოვნებები, „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ნოემბრის ბოლომდე სხვადასხვა აქციას გთავაზობთ.
ტემპერატურის ცვლილება გავლენას ახდენს აკუმულატორებზე, ამიტომ რეკომენდებულია მათი დიაგნოსტირება. წინასწარი ჩაწერის შემთხვევაში იაპონური ბრენდის ავტომფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ შეამოწმონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში 15%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ „ტოიოტას“ ორიგინალი აკუმულატორი და მიიღონ 2-წლიანი უპირობო გარანტია.
ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, აქტუალური ხდება სამთო-სათხილამურო კურორტები. მათ მოყვარულებს კომფორტული გადაადგილებისთვის სპეციალური აღჭურვილობა ესაჭიროებათ. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ავტომფლობელებს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს ტოიოტას ორიგინალ აქსესუარებზე, როგორებიცაა: თხილამურის სამაგრი, სახურავის საბარგული და სალონის რეზინის საფენი.
ცივ დღეებში ასევე მნიშვნელოვანია ანტიფრიზის დონის შემოწმება, რადგან ის იცავს ძრავასა და მის დეტალებს დაზიანებისგან. მომხმარებლები, რომლებიც სერვისზე წინასწარ ჩაეწერებიან, 30%-იან ფასდაკლებას მიიღებენ როგორც ანტიფრიზზე, ისე საქარე მინის მწმენდავსა და საქარე მინის ყინვაგამძლე სითხეზე.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შეთავაზებებით სარგებლობისას სერვისცენტრში თქვენს ავტომობილზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ.
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
(R)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო