მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nokia მსოფლიო მასშტაბით 10 000 სამუშაო ადგილს აუქმებს

605091919c7b0
თათია კაკიაშვილი
16.03.21 22:00
727

ფინეთის სატელეკომუნიკაციო გიგანტი კომპანია Nokia მომდევნო ორი წლის განმავლობაში 5,000-დან 10,000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. კომპანიის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით დიდი ფინანსური რესურსი დაიზოგება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საწყის ეტაპზე შემცირებული სამუშაო ადგილებით, კომპანიას 600 მილიონი ევრო დაეზოგება.

ამ დანაზოგით, Nokia მობილურ აპარატებზე 5G-ის დანერგვას და Cloud Computing–სა და ციფრული ინფრასტრუქტურის კვლევაში ინვესტიციების ჩადებას აპირებს. კომპანიას მსგავსი გამოცდილება უკვე აქვს: Nokia-მ 2016 წელს ათასობით სამუშაო ადგილი შეამცირა ტელეკომუნიკაციების მწარმოებლის Alcatel-Lucent-ის შეძენის შემდეგ.

კომპანიას ამჟამად მსოფლიო მასშტაბით 90,000 თანამშრომელი ჰყავს.