მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნომრების დიდი ნაწილი გაყიდულია, ჯავშნები იზრდება - “ამბასადორი კაჭრეთი”

5eea548e4a01f
BM.GE
17.06.20 22:38
5913
პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმი ქვეყნის ნომერ პირველ პრიორიტეტად დასახელდა. სასტუმროებს გახსნის საშუალება უკვე მიეცათ, როგორ ხვდება სფერო სეზონს - ამის შესახებ „ამბასადორი კაჭრეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია სოსიაშვილი საუბრობს.

„ამბასადორი კაჭრეთი“ ყველა რეკომენდაციის დაცვით უკვე 8 ივნისიდან იღებს სტუმრებს და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი მომხმარებლების მხრიდანაც ინტერესი დიდია. პირველივე უქმეებზე სასტუმროს სრული დატვირთვით მუშაობა ნამდვილად ძალიან პოზიტიური მოლოდინების გაჩენის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ დაკავებული გვქონდა სასტუმროს 181-ვე ნომერი და გვყავდა სტუმრები, რომლებიც დარჩენის გარეშე, დღის პაკეტით სარგებლობდნენ. სასტუმრო კომპლექსს აქვს ძალიან დიდი, ღია სივრცე, გასართობი საშუალებები, სადაც ადამიანების დისტანცირების პრობლემა არ იქმნება“,-ამბობს ნათია სოსიაშვილი.

მისივე თქმით, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ფასები დაკორექტირდა, –"ივნისის თვეში გამოვაცხადეთ მასტიმულირებელი, სპეციალური აქციაც, იმისთვის, რომ ჩვენმა სტუმრებმა ნახონ, როგორ ვიცავთ რეკომენდაციებს და რამდენად უსაფრთხოა ჩვენთან სტუმრობა“.

გარდა ამისა, როგორც ნათია სოსიაშვილი ამბობს, შიდა ტურიზმზე სწორება და ასეთი აქტიური პოპულარიზაცია სექტორში, შეამცირებს საეთაშორისო ტურისტების დანაკლისს.

"ივნისის თვეში გარკვეული პროგნოზი უკვე გვაქვს, ნომრების საკმაოდ დიდი ნაწილი გაყიდულია და ჯავშნების რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება. აქვე მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის ჩართულობა იმ რეგულაციების განსაზღვრაში, რომელიც კოვიდ 19-ის პრევენციისთვის შემუშავდა. ჩვენ ერთად შევძელით უსაფრთხოების ზომების უმაღლესი სტანდარტების დაცვა“,- აღნიშნა „ამბასადორი კაჭრეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.