მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის გაიაფების ფონზე, საფონდო ბირჟებზე ავიაკომპანიების აქციები მკვეთრად იზრდება

6230a434398f3
გიორგი თოლორდავა
15.03.22 19:19
2135
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე, ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ავიაკომპანიებს აქციები იზრდება.

გასულ 24 საათში WTI Crude-ის ღირებულება 6.5%-ით, 96 დოლარამდე შემცირდა, ბარელი Brent-ის ფასი კი 100 დოლარის ფარგლებში მერყეობს. საგულისხმოა, რომ გასულ კვირას Brent-ის ფასი 130 დოლარს აღწევდა, რაც 2008 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ნიშნული იყო.

ნავთობის და საწვავის ფასები პირდაპირ კავშირშია ავიაინდუსტრიის მომგებიანობასთან, რადგან ავიაკომპანიების საოპერაციო ხარჯების თითქმის 30%-ს საწვავი შეადგენს.

გასულ 24 საათში Delta Airlines-ის აქციების ფასი 9%-ით გაიზარდა, United Airlines-ის - 8.2%-ით, 8%-ით მოიმატა American Airlines-ის ღირებულებამ, Southwest Airlines-ის აქციები კი 6.3%-ითაა გაზრდილი.

ექსპერტების შეფასებით, უკანასკნელ პერიოდში ნავთობის გაიაფება პოზიტიურ მოლოდინებს უკავშირდება, ინვესტორების ვარაუდით, იზრდება იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წარმატებული აღმოჩნდეს და კონფლიქტის განვითარება დეესკალაციის მიმართულებით წარიმართოს.

გარდა ამისა, მსხვილი ნავთობექსპორტიორი სახელმწიფოები ოფიციალურად ადასტურებენ მზაობას - საერთაშორისო ბაზარზე გაზარდონ ნავთობის და სხვა ენერგოპროდუქტების მიწოდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული დეფიციტი, რომელიც, შესაძლოა, რუსეთის მიერ მიწოდების შეზღუდვამ გამოიწვიოს.

ავიახაზების გარდა, საფონდო ბირჟაზე კარგ შედეგებს აჩვენებენ დასვენებისა და საკურორტო ინდუსტრიაში წარმოდგენილი კომპანიებიც. Carnaval Corp-ის აქციების ფასი 5.2%-ითაა გაზრდილი, ხოლო Royal Caribbean Cruises-ის ღირებულება 4.6%-ით გაიზარდა.

საინვესტიციო შესაძლებლობა:

გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.