22.ივლისი .2022 00:40

Nord Stream 1-ით რუსული გაზის ევროპისთვის მიწოდება განახლდა

Nord Stream 1-ით რუსული გაზის ევროპისთვის მიწოდება განახლდა
views 595
უკან

მთავარმა რუსულმა გაზსადენით Nord Stream 1-ით ევროპაში გაზის მიწოდება განახლდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 10-დღიანი ტექნიკური შესვენების შემდეგ Nord Stream 1-ის მუშაობა აღდგა, მაგრამ შესუსტებულად.

შეგახსენებთ, ოთხშაბათს ევროკომისიამ ქვეყნებს მოუწოდა, რომ გაზის მოხმარება მომდევნო შვიდი თვის განმავლობაში 15%-ით შეამცირონ, თუ რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რუსეთმა ევროპას თავისი ბუნებრივი აირის 40% მიაწოდა.