კრემლი აცხადებს, რომ Nord Stream სრული დატვირთვით მას შემდეგ ამუშავდება, რაც “კოლექტიური დასავლეთი” რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ევროპის მთავარი გაზსადენის გაჩერება ევროკავშირის, აშშ-სა და კანადის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს დააბრალა.
“გაზის მიწოდება პრობლემა ჩვენი ქვეყნის მიმართ დასავლეთისა და რამდენიმე კომპანიის მიერ დაწესებულმა სანქციებმა წარმოშვა. ამის სხვა მიზეზი არ არსებობს”, - განაცხადა პესკოვმა.
როგორც FT წერს, რუსეთი იმედოვნებს ევროკავშირში დაწყებული ენერგეტიკული კრიზისი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას შეასუსტებს.
“აშკარაა, რომ ხალხისთვის, ბიზნესისთვისა და კომპანიებისთვის ევროკავშირში ვითარება გაუარესდა. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ხალხს უფრო მეტი კითხვა გაუჩნდება თავიანთი ლიდერების მიმართ,” - განაცხადა პესკოვმა.
დიდი შვიდეულის ქვეყნების მიერ რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესების გადაწყვეტილების მიღების ფონზე, ენერგოკომპანია Gazprom-მა Nord Stream მილსადენით ბუნებრივი აირის მიწოდება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. კომპანიის განმარტებით, შეფერხება ტექნიკური სამუშაოებითაა განპირობებული, თუმცა აღნიშნული ქმედება აშკარა პოლიტიკურ ზეწოლად უნდა იქნეს განხილული, გაზი კი - რუსეთის ფედერაციის ეკონომიკურ იარაღად.
ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs-ი პროგნოზირებს, რომ უახლოეს მომავალში, ევროპის მასშტაბით ბუნებრივი აირის ღირებულებამ, შესაძლოა, აგვისტოს მაქსიმუმს გადააჭარბოს და ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწიოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი