29.აპრილი .2022 22:44

ნორვეგია რუსული გემებისა და სატვირთო მანქანებისთვის პორტებსა და საზღვრებს ხურავს

ნორვეგია რუსული გემებისა და სატვირთო მანქანებისთვის პორტებსა და საზღვრებს ხურავს
views 484
უკან

ნორვეგია რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს უერთდება და რუსული გემებისა და სატვირთო მანქანებისთვის პორტებსა და საზღვრებს ხურავს.
ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით REUTERS -ი წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, გამონაკლისის სახით სანქციებისგან გათავისუფლდებიან რუსული თევზსაჭერი გემები, რომლებიც ხშირად იჭერენ თევზს ჩრდილოეთ ნორვეგიის პორტებში.

გამონაკლისი შეეხება ნორვეგიის არქტიკულ შპიცბერგენის არქიპელაგსაც.