მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნორვეგიამ Tesla დააჯარიმა

60ad0222c4f08
ნათია თაქთაქიშვილი
25.05.21 22:21
848
ნორვეგიის სასამართლომ ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla ელემენტის დატენვასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გამო დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Tesla-ს მიერ 2019 წელს გამოცემულმა პროგრამულმა განახლებამ ელემენტის დატენვის სიჩქარე შეანელა, რის შედეგადაც მძღოლებს ნაკლები მანძილის გავლის საშუალება აქვთ.

BBC-ის მიხედვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი 30-მდე მომხმარებელმა დააფიქსირა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, Tesla-ს თითოეული მომხმარებლისათვის დაახლოებით 11,500 ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწევს კომპენსაციის სახით.

საკითხთან დაკავშირებით, Tesla-ს კომენტარი არ გაუკეთებია.