04.თებერვალი .2020 00:20

ნორვეგიაში ელექტრომობილების წილი იზრდება - 2019 წელს ყველაზე პოპულარული Tesla იყო

views 941
უკან

ნორვეგიაში ელექტრომობილების წილი მთლიან ავტოპარკში იზრდება. როიტერსის“ ცნობით, იანვარში ახალი ელექტრომობილების გაყიდვების წილმა 37,8% შეადგინა.

გასულ თვეს გაყიდულ ავტომობილებს შორის რეიტინგის სათავეში Audi-ის ელექტრომობილი მოექცა ბაზრის 9,4%-იანი წილით. Audi-ის ავტომობილების რაოდენობამ 902 შეადგინა, მას მოჰყვება რეიტინგში Renault Zoe 533 მანქანით და Volkswagen Golf-ი 511 ავტომობილით.

რაც შეეხება გასულ წელს, მთელი წლის განმავლობაში ნორვეგიაში ყველაზე პოპულარული ავტომობილი Tesla-ს Model 3-ი იყო, რომელმაც ბაზრის 11% დაიკავა. გაყიდვებმა კი 15 700 ავტომობილი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების წილის მიხედვით მსოფლოში პირველ ადგილს სწორედ ნორვეგია იკავებს. ამ ქვეყანაში ელექტრომობილის მფლობელს არაერთი შეღავათი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა