მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნორვეგიაში კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების 50-70% ბრიტანულ შტამს უკავშირდება

603cf3d746498
ნათია თაქთაქიშვილი
01.03.21 21:15
712
ნორვეგიის დედაქალაქში კოვიდ-შეზღუდვების გამკაცრებას განიხილავენ, რაც კორონავირუსის უფრო გადამდები შტამის შემთხვევების ზრდას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მონაცემებით, ვირუსის ბრიტანული ვარიანტის გავრცელება ოსლოში იანვარში დაიწყო და ახლა დედაქალაქში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების დაახლოებით 50-70%-ს შეადგენს.

„ჩვენ შეზღუდვები უნდა გავამკაცროთ“, – განაცხადა ოსლოს მერმა, რაიმონდ იოჰანსენმა.

ოსლოში სამშაბათიდან ყველა რესტორანი, არაპირველადი საჭიროების მაღაზია (სასურსათო, ალკოჰოლური სასმელების მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა) დაიხურება.

იოჰანსენის თქმით, შეკრებები ღია სივრცეში, კერძო შეკრებები და სახლში სტუმრობები თავიდან უნდა იქნას აცილებული. ქალაქის სკოლებში მარტის ბოლოდან ვირუსის გამოსავლენად მასობრივი ტესტირების დაწყება იგეგმება. დედაქალაქში იანვრიდან დახურულია სავაჭრო ცენტრები.

25 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აცრილ ადამიანთა რაოდენობა დაახლოებით 320 ათასს შეადგენს, 150 ათასამდე ადამიანმა კი ვაქცინის ორივე დოზა მიიღო.