მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნორვეგიაში მოგზაურობის მსურველებს საზღვარზე PCR-კვლევის შედეგის წარდგენა აღარ მოეთხოვებათ - საელჩო

620bfcc736073
თამთა ჯიჯავაძე
15.02.22 23:14
1827
ნორვეგიაში მოგზაურობის მსურველებს საზღვარზე PCR-კვლევის შედეგის წარდგენა აღარ მოეთხოვებათ. ასევე გაუქმებულია მოთხოვნა ვიზიტორთა მიერ მოგზაურობის წინასწარი რეგისტრაციის შესახებ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ნორვეგიის საელჩო ავრცელებს.

"ნორვეგიის სამეფოს საელჩო მოხარულია გაცნობოთ, რომ ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა მოიხსნა. რაც იმას ნიშნავს, რომ ნორვეგიელებს აღარ აქვთ ვალდებულება დაიცვან ერთ მეტრიანი დისტანცია, ატარონ პირბადე ხალხმრავალ ადგილებში და გადავიდნენ იზოლაციაში ინფიცირების დროს",- აღნიშნულია ნორვეგიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირაა ევროპის ცალკეული ქვეყნები კოვიდრეგულაციებს ეტაპობრივად ამსუბუქებენ.