მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნორვეგიის ელჩი: "თუ კერძო სექტორი ქალების როლს უგულებელყოფს, ის ამით საკუთარ მოგებას ამცირებს"

5fd4bed3e8f80
თამთა ჯიჯავაძე
12.12.20 23:00
1310
თუკი კერძო სექტორი ქალების როლს უგულებელყოფს, ის ამით საკუთარ მოგებას და ქვეყნის ეკონომიკის ზრდის შესაძლებლობას ამცირებს, - ამის შესახებ BMG-ისა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ნორვეგიის ელჩმა საქართველოში, ჰელენა სანდ ანდრესენმა განაცხადა.

მან ნორვეგიის მაგალითი მოიყვანა ამ კუთხით და აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის ღარიბი აგრარული ქვეყნიდან მდიდარ და განვითარებულ ქვეყნად გარდაქმნაში ბუნებრივმა რესურსებმა დიდი როლი შეასრულეს. თუმცა, „ეკონომისტები დღეს უკვე თანხმდებიან, რომ 70-80-იან წლებში, რევოლუციურმა ცვლილებებმა, რაც ქვეყანამ ქალთა ჩართულობის კუთხით განიცადა, ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში გაცილებით მეტი წვლილი შეიტანეს, ვიდრე ნავთობმა და გაზმა. მიმაჩნია, რომ საქართველოს შემთხვევაშიც, დიდი ეკონომიკური პოტენციალი არსებობს, რომელსაც ათვისება სწორედ ქალთა ეკონომიკაში მეტი ჩართულობის უზრუნველყოფით სჭირდება“, - აღნიშნა ნორვეგიის ელჩმა და დასძინა, რომ ძირითადი სამუშაო ამ მხრივ კერძო სექტორმა უნდა გასწიოს.

„პროგრესული კომპანიები დაინახავენ, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი მოგებაც გაზარდონ და ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვით, სხვა კომპანიებისთვისაც სამაგალითონი გახდნენ“, - განაცხადა დიპლომატმა.

ხოლო კითხვაზე, თუ რა შეიძლება ამ კუთხით საქართველომ ნორვეგიისგან ისწავლოს, ელჩმა აღნიშნა, რომ ორმა საკანონმდებლო და პოლიტიკის გადაწყვეტილებამ ითმაშა ნორვეგიაში გადამწყვეტი როლი, ესენია: პირველი ეს იყო სრული დღით ბავშვების მოვლის სერვისი ხელმისაწვდომ ფასად და მეორე - ეს იყო გულუხვი დეკრეტული შვებულება, რასაც ბოლო პერიოდში მამებიც იყენებენ.