მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gazprom აცხადებს, რომ ევროპაში გაზის საფასური შესაძლოა 60%-ით გაიზარდოს

62fcf33677571
მარიამ ვარადაშვილი
17.08.22 17:55
1266
Gazprom ევროპის ბაზარზე გაზის ფასების ზრდის შესახებ იტყობინება. როგორც კომპანია აცხადებს, ზამთარში მოსალოდნელია გაზზე ფასი კიდევ დაახლოებით 60%-ით გაიზარდოს და 1000 კუბურ მეტრზე 4 ათას დოლარს გადააჭარბოს. 

რუსეთის სახელმწიფომ კომპანია, რომელიც ევროპის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, მიწოდებას ამცირებს, რის გამოც ევროპაში გაზზე ფასები გაიზარდა. კომპანიას სარემონტო სამუშაოების საბაბით Nord Stream 1-ის გაზსადენით გერმანიისთვის გაზის მიწოდება შემცირებული აქვს.

“ევროპაში გაზის საფასურმა 1 000 კუბურ მეტრზე 2 500 დოლარს უკვე მიაღწია. კონსერვატიული გათვლებით ამ ზამთარს 1000 კუბური მეტრის ფასი 4000 დოლარს გადააჭარბებს”, - აცხადებენ Gazprom-ში. 

იანვრიდან აგვისტომდე კომპანიის ექსპორტი ჯამში 36.2%-ით 78.5 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდა. ასევე 13%-ით შემცირებული აქვს Gazprom-ს წარმოებაც.

ამჟამად ევროპული გაზის ბენჩმარკის Dutch TTF-ის ღირებულება ერთ მეგავატ-საათზე 226 ევროს შეადგენს, რაც 435%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელთან (€42) შედარებით.