მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NOVA-ს ბათუმის მეგაცენტრი თანამშრომლის ინფიცირების გამო 2 დღით დაიხურა - განცხადება

5f58c49c9f8a5
ვიქტორია მღებრიშვილი
09.09.20 15:13
1290
NOVA-ს ბათუმის მეგაცენტრი, თანამშრომლის ინფიცირების შემთხვევის გამო 2 დღით დაიხურა - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ედიშერ ხიმშიაშვილმა განუცხადა.

როგორც ედიშერ ხიმშიაშვილი განმარტავს, ინფიცირებული პირი 3 დღის განმავლობაში სამსახურში არ დადიოდა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ობიექტზე კომპანია პროტოკოლით გაწერილ ყველა ღონისძიებას გაატარებს, რათა მეგაცენტრმა მუშაობის განახლება სრულიად უსაფრთხო გარემოში შეძლოს.

„ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე მეგაცენტრში, დადასტურდა თანამშრომლის ვირუსით ინფიცირების შემთხვევა. ინფიცირების წყარო ჩვენთვის უცნობია.

ფაქტის დადასტურებისთანავე მოხდა ობიექტის დახურვა, თანამშრომლების ინფორმირება და თვითიზოლაციის რეჟიმში გადაყვანა. ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიოლოგიური სამსახურის ჩართულობით ლოკაციაზე მიმდინარეობს მომუშავე პერსონალის ტესტირება და კონტაქტების კვლევა.

დაინფიცირებული თანამშრომელი 6 სექტემბრის შემდეგ სამუშაო ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ 6 საათის განმავლობაში, რა დროსაც დაცული და გაკონტროლებული იყო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, კოვიდ-19-ის პირობებში, თანამშრომელთათვის დადგენილი რეგულაციები, რაც პრაქტიკულად ინფექციის გავრცელების რისკს მინიმუმამდე ამცირებს. როგორც ეპიდჯგუფმა დაგვიდასტურა იქიდან გამომდინარე რომ მოლარე ოპერატორი მუშაობდა ხელთათმანებით, პირბადით და დამცავი ფარით, ეს მინიმუმამდე ამცირებს ვირუსის გადაცემის რისკს“, - განაცხადა ედიშერ ხიმშიაშვილმა.

მისივე თქმით, ბათუმის მეგაცენტრი მუშაობას ყველა ნორმის შესრულების შემდეგ 11 სექტემბერს განაახლებს.

„რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია. არ გვინდა, რომ ავტეხოთ პანიკა მომხმარებელში და გვინდა ვუთხრათ ყველას, რომ კომპანია მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას იმისთვის რომ მომხმარებელთა და თანამშრომელთა უსაფრთხოება იყოს დაცული“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ბათუმის მეგაცენტრი მუშაობას ყველა ნორმის შესრულების შემდეგ 11 სექტემბერს განაახლებს.