მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nova-ს მხარდასაჭერად 6 წელში „თიბისის“ ₾170 მილიონი აქვს გაცემული - გიორგი დარჩიაშვილი

64612421d616d
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.23 23:20
1106
„თიბისის“ 6 წლის განმავლობაში ჯამურად "ნოვას" მხარდასაჭერად 170 მილიონი ლარის რესურსი აქვს გაცემული - ამის შესახებ „თიბისის“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის დირექტორის მოადგილე, გიორგი დარჩიაშვილმა Forbes კვირასთან“ „ნოვას“ ადგილობრივი წარმოების მონახულებისას განაცხადა.

„რასაკვირველია, ეს პერიოდულად ამ თანხების დაფარვას მოიაზრებს, თუმცა ასე ვთქვათ გაცემული ე.წ. ახალი ფული 170 მილიონ ლარს შეადგენს, რაც შთამბეჭდავია. აღსანიშნია ისიც, რომ ამ წლების განმავლობაში კომპანია ასევე EBRD-ის როგორც ფინანსური, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერით სარგებლობდა. ეს მოიცავს მათი კონსულტანტების ჩამოყვანას, საწარმოო პროცესის გამართვას და რა თქმა უნდა, იმ საგრანტო პროგრამებს, რითაც „ნოვა“ აქტიურად სარგებლობს. ამ ყველაფერს „აწარმოე საქართველოს“ ფაქტორიც ემატება, რითაც ასევე მუდმივად სარგებლობს კომპანია და რომ არა, ალბათ, სახელმწიფოს ასეთი კარგი ხელშეწყობა, ამ ინვესტიციების განხორციელება რთული იქნებოდა“, - განაცხადა გიორგი დარჩიაშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ „ნოვამ“ საკუთარ პორტფელში სამი ახალი საწარმოო მიმართულება სწორეთ „თიბისისა“ და „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით დაამატა. კომპანიამ ახალი საწარმოო ხაზების შესაძენად და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ჯამში 30 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რაც სრულად „თიბისი“ ბანკმა დააფინანსა. 20 მილიონი ლარის ნაწილში კი, სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში სამწლიანი პროცენტი დასუბსიდირდა. შედეგად „ნოვა“ კავკასიაში პირველი კომპანია იქნება, რომელიც XPS, ანუ ექსტრუდირებული პოლისტიროლის წარმოებას დაიწყებს. ახალი საწარმოო ხაზები ნოვას წებო-ცემენტები, ბეტეკის წებო-ცემენტები და შავი მეტალის წარმოებასაც მოიცავს.

„რომ არა "თიბისი" და "აწარმოე საქართველო", საქართველოში ბევრი წარმოება ვერ შედგებოდა. დაახლოებით 1.5-2 წელი გჭირდება იმისთვის, რომ ასეთი რთული წარმოება ბოლომდე გავმართოთ და ასევე, ძალიან დიდი ფულადი რესურსია საჭირო“, - აღნიშნა „ნოვას" დამფუძნებელმა.