მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნოვა”: ტექნიკური ცოდნის მქონე კადრების პოვნა ქვეყანაში საკმაოდ რთულია

6145ef6133ab6
BM.GE
18.09.21 18:00
840

“რეალურად ქართულ ბაზარზე საკმაოდ რთული და დეფიციტურია ტექნიკური ცოდნის კადრების პოვნა და შემდგომ მათი გადამზადება, გაზრდა და გამოყენება” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” ედიშერ ხიმშიაშვილმა "ნოვას", გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნიდან მსგავსი კადრების გადინება ხდება, რაც ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას აფერხებს.

“ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსის მქონე კადრების პოვნა ქვეყანაში საკმაოდ რთულია. ამის რეალური პრობლემები არსებობს, როგრც თბილისში, ასევე ბათუმში.” - განმარტა ედიშერ ხიმშიაშვილმა.

ხიმშიაშვილმა იმპორტის ჩანაცვლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიამ რამდენიმე იმპორტირებული პროდუქტის სრულად ჩანაცვლება უკვე შეძლო.

“გადასახური მასალების წარმოება ჩვენთვის მთავარი მიმართულებაა. მომხმარებლის მოთხოვნა იზრდება. სახურავი მხოლოდ ის მასალა აღარ არის, რომელიც სახლს მხოლოდ დაზიანებისგან იცავს, მას ასევე ვიზუალური დატვირთვა აქვს. ნოვამ უკვე სრულყოფილი ასორტიმენტი შექმნა, როგორც სამოქალაქო ასევე ინდუსტრიული მშენებლობისთვის. ამ ნაწილშიც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მზა პროდუქციის სახით სახურავის იმპორტი თითქმის აღარ ხორციელდება და ამას ადგილობრივი წარმოება აკმაყოფილებს, მეტიც ჩვენ მის ექსპორტსაც ვაპირებთ. ასევე “ნოვა” ავზების მწარმოებელია, აქაც 80-90% ქართულ წარმოებას უკავია და იმპორტი თითქმის მინიმუმზეა დაყვანილი.” - განმარტა ედიშერ ხიმშიაშვილმა.


ცნობისთვის: ნოვა 400-ზე მეტ დასახელების პროდუქტს აწარმოებს.