მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელი იმედოვნებს, რომ ლოქდაუნი სამუდამოდ დასრულდა

6050f1d5d7efb
თამთა ჯიჯავაძე
17.03.21 00:20
3288
ისრაელი იმედოვნებს, რომ ლოქდაუნი სამუდამოდ დასრულდა. ქვეყანაში უკვე თითქმის არანაირი შეზღუდვა აღარ მოქმედებს, შემცირებულია კოვიდ-ინფიცირების მაჩვენებელი, ქუჩებში ხალხმრავლობა შეინიშნება, სანაპიროები სავსეა ოჯახებით.

ვაქცინაციის პროცესის თითქმის დასრულების შემდეგ ქვეყანას სასწაული შედეგები აქვს, საავადმყოფოებიც ნელ-ნელა ცარიელდება. თუ ვაქცინამ ვირუსის ახალ შტამზეც წარმატებით იმოქმედა, მაშინ ისრაელი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც პანდემიასთან ბრძოლაში გაიმარჯვებს და ეკონომიკასაც გახსნის.

ამ დროისთვის ისრაელში რამდენიმე შეზღუდვა კვლავ შენარჩუნებულია. მაგალითად, დახურულ სივრცეებში 20-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა დაუშვებელია. ამასთან, ჯანდაცვის სპეციალისტებიც აცხადებენ, რომ ქვეყანა ჯერ არ არის ბოლომდე თავისუფალი კორონავირუსისგან. თუმცა, თუ ახალგაზრდა დაინფიცირდება იმის გამო, რომ ის აცრილი არ იქნება, მაგრამ კლინიკაში მოხვედრაც კი არ დასჭირდება, ასეთ ვითარებას, შეიძლება ითქვას, ქვეყანა აიტანს.

ცნობისთვის, ისრაელში მოსახლეობის 47% უკვე სრულად არის აცრილი, ხოლო 57.3%-ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს მიღებული.

ამდრომდე ქვეყანაში ინფიცირების 822,507 შემთხვევაა დადასტურებული. მხოლოდ ბოლო 24 საათში ზრდა იყო 1,594.