მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

60fa78a785de6
ინგა მურუსიძე
23.07.21 13:30
712
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის-მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრებმა, თბილისში განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების კონტროლის მიზნით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, საერთო ჯამში, 20მ3 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

როგორც bm.ge-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა სახელმწიფო საკუთრებაში.