მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნოყიერი ნიადაგი“ კანდიდატის სტატუსზე უარისთვის - თეა წულუკიანის ეჭვები

636cb4ca9d5ea
თელარა გელანტია
10.11.22 12:23
845
„როდესაც მოლდოვას და უკრაინას უთხრეს, რომ არიან კარგი მოწაფეები, საქართველოს კი, რომელიც მართლა კარგი მოწაფეა, უთხრეს, წადი, მოსაფიქრებელში დაჯექი და იმეცადინე - ეს არის გაუგონარი უსამართლობა“, - ეს განცხადება კულტურის და სპორტის მინისტრმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

თეა წულუკიანის ვარაუდით, ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმისთვის „ნოყიერი ნიადაგია“.

„ეს ჩემი მხრიდან შეიძლება სპეკულაციად მოინათლოს, მაგრამ ვარაუდს გაგანდობთ. მე ძალიან ყურადღებით წავიკითხე დედანში ეს დოკუმენტი და დამრჩა ასეთი განცდა: ამ ოხერ „ქართული ოცნებას“ 10 წლის განმავლობაში ვერავინ ვერაფერი მოუხერხა და რაკი ვერაფერი მოუხერხეს, ამიტომ ახლა რაღაც სხვა ხერხები უნდა გამოვიგონოთო. თან ხედავენ, რომ „ქართულ ოცნებას“ თავი არ აუწევია პარლამენტში, მუშაობენ, მუშაობენ და შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ტექნიკურად ანუ ქაღალდზე, კანონში და პრაქტიკაში 12-ვე რეკომენდაცია შესრულდეს. ამიტომ მოდი, ახლა გამოვუშვათ ასეთი ტექსტი, რომელიც შექმნის ნოყიერ ნიადაგს, რომ შემდეგ, თუ დაგვჭირდა, ვთქვათ უარი >კანდიდატის სტატუსზე>; ეს ჩემი ვარაუდია. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ სპეკულაციაა, მაგრამ რადგან მეკითხებით, ვამბობ.

ამას უფრო იმიტომ ჰგავს, რომ ჩვენ მივიღეთ სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება, როდესაც მოლდოვას და უკრაინას უთხრეს, რომ ხართ კარგი მოწაფეები და ხუთიანი დაუწერეს, საქართველოს კი, რომელიც მართლა კარგი მოწაფეა, უთხრეს, წადი, მოსაფიქრებელში დაჯექი და იმეცადინე. ეს არის გაუგონარი უსამართლობა.

გავა წლები და ევროპარლამენტარების სხვა თაობები 15 წლის მერე აღიარებენ, რომ ეს იყო უსამართლობა. ღმერთმა არ ქნას, ამ ქვეყანაში მოხდეს უბედურება და რუსეთი ისევ შემოვიდეს, მერე რა გამოვა ამ რეზოლუციის შედეგი?! ეს არის ძალიან სერიოზული კითხვები. არავინ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, ეს რეზოლუცია არის ცუდი ტექსტი, მაგრამ ეს არის ცუდი ტექსტი ყველასთვის, მაგრამ პირველ რიგში, თვითონ ევროპარლამენტისთვის“, - თქვა მინისტრმა და დასძინა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლების განმავლობაში „ბევრი რაღაც გააკეთა“.

„ბევრი რაღაც გავაკეთეთ ჩვენ - მივიღეთ უვიზო მიმოსვლა, ასოცირების შეთანხმება, მაგრამ არის ეროვნული ინტერესები, როდესაც საქმე ეხება სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნებას, რაც არის უზენაესი“, - აცხადებს წულუკიანი.