მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნუ ამბობთ, რომ სკოლები დაკეტილია... სწავლა მიმდინარეობს - ამირან გამყრელიძე

60018ccb7b2e5
ინგა მურუსიძე
15.01.21 16:38
1245
ნუ ამბობთ, რომ სკოლები დაკეტილია, ასე არ არის, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, თუ როდისთვის იგეგმება სკოლების გახსნა.

გამყრელძე აცხადებს, რომ პირდაპირი ინდიკატორი არ არსებობს იმისთვის, რომ სკოლების გახსნის საკითხი განისაზღვროს.

„სკოლები დაკეტილი არ არის, ასე ნუ ამბობთ. პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ძირეული ცვლილებები შეიტანა განათლების სისტემაში. ნუ ამბობთ, რომ სწავლა არ მიმდინარეობს. სწავლა მიმდინარეობს, ე.წ. დასწრებული არ არის რამდენიმე დიდ ქალაქში, რაც მთავარია სწავლა მიმდინარეობს დისტანციურად, ყველა ბავშვი ჩართულია.

ზოგადი დათქმაა, რომ სკოლები და უნივერსიტეტები უნდა დაიკეტოს ბოლოს და გაიხსნას პირველი, ეს არის ჯანმოს ხედვა, ამიტომ ყველანაირად ვეცდებით, რომ შესაბამისი რეგულაციებით აღდგეს სწავლა. ჩვენც ბოლოს დავკეტეთ სკოლები“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.