მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნუ დავუჯერებთ ყალბ ინფორმაციას, ვაქცინა უსაფრთხოა - ღარიბაშვილი მოსახლეობას მიმართავს

617275abd9311
ინგა მურუსიძე
22.10.21 12:31
415
"ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა, მეცნიერებას და ფაქტებს დავუჯეროთ, ნუ დავუჯერებთ ყალბ, ცრუ ინფორმაციას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, ვითარებას მთავრობა ყოველდღიურად აკვირდება და ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობა მომატებულია, აქ კი ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია.

"ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა, ყველანი აცრილები ვართ და რაც მთავარია, ვაქცინა იცავს სიკვდილისგან. ეს ხომ დადასტურდა.

მეცნიერებას და ფაქტებს დავუჯეროთ, ნუ დავუჯერებთ ყალბ, ცრუ ინფორმაციას. ვაქცინების რაოდენობა შემოტანილია, გვაქვს ყველანაირი ვაქცინა, 1-ელ ოქტომბერს შემოვიტანეთ დამატებით მილიონი „სინოფარმი“, ესეც არის ტრადიციული მეთოდით დამზადებული მაღალი ხარისხის ვაქცინა. გვაქვს „ფაიზერი“, დამატებით ნახევარ მილიონს ველოდებით ახლა. ასე, რომ ყველაფერი ჩვენს ხელთ არის და გთხოვთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენს მშობლებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.