მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნუ გვექნება დიდი იმედი, რომ მარტ-აპრილში საქართველოში პანდემია დასრულდება - ივანე ჩხაიძე

6207a2502a716
ინგა მურუსიძე
12.02.22 17:03
1231
ნუ გვექნება ძალიან დიდი იმედი, რომ მარტი-აპრილში საქართველოში პანდემია დასრულდება, - ამის შესახებ იაშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპტიმისტური დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

"ნუ გავაკეთებთ ძალიან ოპტიმისტურ დასკვნებს და ნუ გვექნება ძალიან დიდი იმედი, რომ მარტი-აპრილი იქნება პანდემიის დასასრულის პერიოდი საქართველოში, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება ინფიცირებული და ეს ჩვენ დაგვიცავს. ეს მოსაზრება "ომიკრონთან" დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეიცვალა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით რეინფიცირებაზე. "დელტა" არ აღმოჩნდა დამცველობითი უნარის მქონე "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში.

ყველა ის ადამიანი, რომელმაც გადაიტანა დეკემბრის თვეში "დელტა", მათი რისკი "ომიკრონით" ინფიციერებისა პრაქტიკულად იგივეა, როგორიც არაგადატანილი ადამიანისთვის. შესაძლებელია ისეთი მუტაცია გამოჩნდეს, რომლისთვისაც "ომიკრონიც" აღარ იყოს ბარიერი," - განუცხადა ივანე ჩხაიძემ „რუსთავი 2“-ს.