საერთაშორისო ფონდი "კურაციო"-ს პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ გადაცემა “ანალტიკას” ეთერში ჯანდაცვის სფეროს სტრატეგიის შესახებ საუბრობს.მისი განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტრატეგია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რაც ბოლო 10 წელში ჯანდაცვის სექტორში იყო მიღებული.
გიორგი გოცაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სექტორისთვის გრძელვადიანი ხედვის არსებობას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს და მის განვითარებას ხშირი რეგულატორული ცვლილებები პრობლემებს უქმნის.
“სახელმწიფოსა და ამ სექტორს შორის დამოკიდებულებაზე ვიტყვი იმას, რასაც ამბობენ ამ სექტორის წარმომადგენლები. “ნუ გვეუბნებით, რა მოხდება ხვალ, გვითხარით რა მოხდება შემდეგი 3 წლის განმავლობაში, რომ ამისთვის მოვემზადოთ, ადაპტაცია გავიაროთ.
ჯანდაცვის სტრატეგია არის და ბედნიერებაა, რომ ეს გვაქვს, რადგანაც მანამდე იყო მხოლოდ კონცენფცია, რაც პარლამენტის მიერ იყო გაკეთებული და სტრატეგიული გეგმა თუ რას აპირებდა სახელმწიფო ჯანდაცვაში არ არსებობდა, თუმცა მცდელობა იყო ბევრჯერ. 2012 წლის შემდეგ ფაქტობრივად, პირველად დაიწერა ეს სტრატეგია, სადაც გაწერილია რა უნდა გაკეთდეს. სტრატეგია უნდა იყოს მოკლე და გადმოცემა უნდა შეიძლებოდეს მარტივად საზოგადოებასთან და სექტორთან. ჩვენ თუ ველოდებით, რომ სექტორში ყველა დაჯდება და ამ დოკუმენტს წაიკითხავს, ეს მცდარი მოლოდინია.
თუ ყველაფერი პრიორიტეტია, ეს არ არის სტრატეგია, რადგან არ შეიძლება ბევრი პრიორიტეტი ჰქონდეს სტრატეგიას. მას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ გამოხატული რამდენიმე, რომლის მიღწევასაც შემდეგ გაზომავს.
მართლაც გაიზარდა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების შემდეგ, მაგრამ მეორე საკითხია გაიზარდა თუ არა ჯანდაცვის სერვისების ხარისხი. ეს კი ითვლება იმით, გამოჯანმრთელდა თუ არა ადამიანი და საზოგადოების ჯანმრთელობის დონით ითვლება, რომ უფრო ჯანმრთელად ცხოვრობს საზოგადოება. ეს კი იზომება, მაგრამ პოლიტიკურ დებატებში და პარლამენტში დისკუსიაში არც არის განხილვის თემა და ხარისხზე როგორც განყენებულ თემაზე ვსაუბრობთ.
ხარისხი მოქალაქისთვის ცოტა რთული გასაგებია. მოქალაქე ადვილად იგებს, როდესაც შედის ახალ გაკეთებულ სივრცეში, სუფთაში, გაკაშკაშებულში, კარგი დანადგარებით, მაგრამ იმის უკან თუ ნაკლებად კვალიფიციური ადამიანი ზის, რომელიც ნაკლებად კვალიფიციურ დიაგნოზს სვამს, ან ვერ სვამს სწორ დიაგნოზს, მერე არასწორ მკურნალობას ნიშნავს და რა მნიშვნელობა აქვს რა დონეზეა გასუფთავებული შენობა ან ლაპლაპებს კედლები ფერად-ფერადი საღებავებით.
ხარისხის შესახებ ნაბიჯი არ არის გადადგმული არც საკანონმდებლო დონეზე, რომ მთლიანი სტრატეგია როგორ მართავს სახელმწიფო ჯანდაცვის ხარისხს, ეს დადგინდეს.
საბედნიეროდ, ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში ეს წერია, რომ უნდა გაკეთდეს. ლაბორატორია ერთი ნაწილია ხარისხის, რომელიც მედიკამენტებს ეხება, მაგრამ ხარისხის მართვა, მთელიანად სექტორს ეხება. აქ სისტემურად უნდა მოეწყოს და არაა საუბარი მხოლოდ ერთ ლაბორატორიაზე, სისტემის აწყობაზეა ლაპარაკი.
არ შეიძლება სტრატეგიაში გქონდეს ძალიან ბევრი მიზანი, ყველა მიზანი სტრატეგიული ვერ იქნება, თუმცა ყველა მტკივნეულ საკითხს რაც ჯანდაცვის სფეროშია, ეს დოკუმენტი ნამდვილად ეხება. 2022-2023 წლებისთვის პრიორიტეტია DRG-ის შემოღება, რეფერენტული ფასწარმოქმნის დაწესება, მედიკამენტების ფასწარმოქმნის ასევე ეს არის მედიკამენტების იმპორტის და დასაწყობების უკეთესი მონიტორინგი, ელექტრონული რეცეპტის შემოღება,” - ამბობს გიორგი გოცაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ