მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნუ ჯიუტობთ, ნუ ცდით ბედისწერას“ - თენგიზ ცერცვაძე covid-ინფიცირებულებს მიმართავს

61f1a509538cc
თელარა გელანტია
26.01.22 23:55
1713
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე covid-ინფიცირებულებს მოუწოდებს, სამედიცინო დაწესებულებებს დროულად მიმართონ.

მოქალაქეებს მან „ღამის კურიერის“ ეთერიდან მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული covid-ით სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი სწორედ კლინიკებისთვის დაგვიანებული მიმართვაა.

„მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქია, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების შემთხვევების სამჯერ და მეტად გაზრდისა, ახალი მედიკამენტების ინტენსიური გამოყენებით, შევამცირეთ სიკვდილიანობა, გავანახევრეთ და გავამესამედეთ, მაინც მაღალია. რატომ? - ძირითად მიზეზად რჩება კლინიკებისთვის დაგვიანებული მომართვიანობა.

მინდა, მივმართო მოსახლეობას - რისკის ჯგუფში შემავალმა ყველა ავადმყოფმა და უკვე დამძიმებულმა ავადმყოფებმა, დაუჯერეთ თქვენს ოჯახის ექიმს; ნუ ჯიუტობთ, ნუ ცდით ბედისწერას, რომ მაინც განიკურნებით, რადგან თქვენი მეზობელი იოლად განიკურნა... მიმართეთ კლინიკას, მითუმეტეს საწოლების ნახევარი თავისუფალია - მიუხედავად ინფიცირების ასეთი მაღალი შემთხვევისა, 8 000 ადგილია მობილიზებული და მხოლოდ 4 600 არის დაკავებული.

მიმართეთ კლინიკას პირველი 8-10 დღის განმავლობაში. თუ თქვენ მოგვმართავთ პირველი 8 დღის განმავლობაში, გაძლევთ თითქმის გარანტიას, რომ გვაქვს ყველა საშუალება, უახლესი მედიკამენტები და მიდგომები, რომ თავიდან აიცილებთ დამძიმებას, არ მოხვდებით რეანიმაციაში და სიკვდილიანობას მინიმუმამდე დავიყვანთ“, - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.