მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნუ მოკლავთ ტურიზმს”, “მუშაობა გვინდა” - ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების მსვლელობა

5f0ebd3f82eb7
თელარა გელანტია
15.07.20 12:21
1356
“ნუ მოკლავთ ტურიზმს”, “მუშაობა გვინდა”, “გახსენით საჰაერო საზღვრები”, “გაუქმდეს საკარანტინო ზონები”, “ტურიზმი არ კლავს” - ეს იმ ლოზუნგების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიის გარკვეული ჯგუფის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ისმის და ჩანს.

როგორც bm.ge-ის აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ცოტნე ჯაფარიძემ განუცხადა, მათი მთავარი მოთხოვნაა, გაიხსნას საჰაერო საზღვრები ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც ე.წ. მწვანე ზონას წარმოადგენს და დაინიშნოს რეგულარული ავიამიმოსვლა.

“სხვა შემთხვევაში, უმუშევართა არმია გაიზრდება”, - ამბობს ჯაფარიძე.

აქციას უერთდებიან ტურისტული კომპანიები, გიდები, მიმტანები, რესტორნების მენეჯერები, ღვინის მაღაზიების წარმომადგენლები და ა.შ.

აქციის მონაწილეები ე.წ. კოლმეურნეობის მოედანზე გაბრიაძის თეატრთან იკრიბებიან და რამდენიმე წუთში მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრებიან.