მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნუ წარმოაჩენთ, თითქოს მაღალი ინფლაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემაა - კობა გვენეტაძე

61aa201918ad7
ინგა მურუსიძე
03.12.21 18:00
879
დეკემბერსა და იანვარ-თებერვალში, წლიური ინფლაცია შესაძლოა ცოტათი უფრო მაღალი იყოს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. დღეს საქსტატმა ინფლაციის მაჩვენებელი გამოქვეყნა, რომლის მიხედვითაც ნოემბერში საქართველოში 12.5%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა.

კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ინფლაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის.

"ეს არის მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების გამოწვევა. აშშ-ში 6,2% არის ინფლაცია, გერმანიაშიც ძალიან მაღალია მაჩვენებელი და ძალიან გთხოვთ ნუ წარმოაჩენთ ამას, თითქოს მხოლოდ საქართველოს პრობლემაა. ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოიტანა: ეს არის მიწოდების ფაქტორები, ასევე FAO-ს ინდექსი ისტორიულად არის გაზრდილი, მიწოდების ჯაჭვების მოშლაც იყო. ვფიქრობთ, ეს არის ერთჯერადი ფაქტორები, რომლიც გამოც ხდება ინფლაცია. ასევე მოგეხსენებათ, ბიუჯეტის დეფიციტიც საკმაოდ მაღალი იყო გასულ წელსაც და წელსაც. ყველა ეს ფაქტორი, მოგეხსენებათ, მსოფლიოში მაღალ ინფლაციას განაპირობებს“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, იმის გამო, რომ მოლოდინებში არ გადავიდეს ინფლაციის მაჩვენებელი, ეროვნულ ბანკს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აქვს და შემდეგი სხდომა 8 დეკემბერს გაიმართება, რომელზეც არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„ბოლო მონაცემებს რაც შეეხება, ჩვენ ადრეც ვამბობდით, რომ მაჩვენებელი მაღალი იქნებოდა, სწორედ ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გამო. დეკემბერში, იანვარ-თებერვალში ვფიქრობთ, წლიური ინფლაცია შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყოს, რაც მათ შორის გასულ წელს განხორციელებულ სუბსიდირებას უკავშირდება, რაც უკან აისახა და კიდევ დაემატა მეთოდოლოგიის გამო. იმის გამო, რომ მოლოდინებში არ გადავიდეს ეს მაჩვენებელი, ეროვნულ ბანკს აქვს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. მოგეხსენებათ, რომ ბევრი ფაქტორი ერთად მოქმედებს და აქედან გამომდინარე ძალიან რთულია ზუსტი პროგნოზის მიცემა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.