მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნუ წავალთ საფლავზე ღვინით და საჭმელებით - გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს

607840c8b5eda
ინგა მურუსიძე
15.04.21 17:32
875
ნუ წავალთ ღვინით და საჭმელებით საფლავზე, - ამ სიტყვებით მიმართავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს.

ის ადამიანებს მოუწოდებს, გავიდნენ სასაფლაოზე, აანთონ სანთელი, გააგორონ კვერცხი და ქეიფსა და სმაზე უარი თქვან.

გამყრელიძის თქმით, არავის უნდა შეზღუდვების და მკაცრი ლოქდაუნის დაწესება, თუმცა ამისთვის აუცილებელია მოქალაქეებმა დაწესებული რეკომენდაციები დაიცვან.

„ლოქდაუნის დაწესება არ გვინდა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში, საფრანგეთში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა, ჩვენ არ გვინდა ეს გავაკეთოთ. საქართველო არ არის ისეთი განვითარებული როგორც გერმანია და საფრანგეთი. ჩვენ ადამიანებს უნდა მივცეთ მუშაობის საშუალება, რომ ოჯახებში დოვლათი შეიტანონ და მეორე მხრივ, უნდა გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.