28.ოქტომბერი .2021 23:00

მთავრობას ვურჩევდით, საჯარო სექტორში ხელფასები 2022 წლის დასაწყისში არ გაზარდოს - ნამჩავაძე

მთავრობას ვურჩევდით, საჯარო სექტორში ხელფასები 2022 წლის დასაწყისში არ გაზარდოს - ნამჩავაძე
views 2574
უკან

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე მთავრობას ურჩევს, საჯარო სექტორში ხელფასების გაზრდაზე არა 2022 წლის დასაწყისიდან, არამედ წლის მეორე ნახევრიდან იფიქროს. ამის მიზეზად ის 2022 წლის ბიუჯეტის დეფიციტს და საგარეო ვალს ასახელებს.

საქმე ის არის, რომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის I ვარიანტის საპარლამენტო განხილვების პერიოდში, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ საჯარო სექტორში ხელფასების გასაზრდელად ფინანსური რესურსის მოძიებას ცდილობენ.

“ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ, პარლამენტში ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ ზოგადად, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდაზე ფიქრობენ, თუმცა ახლანდელი მდგომარეობით, ამის საშუალება არ არის.

გასაგებია, რომ შესაძლოა, საჯარო სექტორში ხელფასები გასაზრდელია, მით უფრო მაშინ როცა ქვეყანაში ასეთი მაღალი ინფლაციაა და რეალური ხელფასი მცირდება, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ ამის ფული არ არის. ბიუჯეტი 4%-იან დეფიციტზეა დაგეგმილი, ხოლო სახელმწიფო ვალის ფარდობა მშპ-თან 52%-ია, ლარის კურსი სტაბილური არ არის და ბოლო დღეებში კიდევ უფასურდება.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვურჩევდით, რომ ეს წლის დასაწყისიდან მაინც არ მოხდეს და დაველოდოთ წლის მეორე ნახევარს, მაგალითად, ივლისიდან თუ იქნება იმის საშუალება, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებს ხელფასები მოუმატონ", - ამბობს ნამჩავაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა