მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტები გაქრნენ” - "ომნეს ტური"

61cb1c1d33e5f
ანუკა ჯოხაძე
28.12.21 22:16
811
"ომნეს ტურის" დირექტორი ირაკლი კაბულაშვილი ქვეყანაში მაღალმხარჯველი ტურისტების სიმცირეს ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს უკავშირებს. მისივე თქმით, საქართველოში ტურისტები კი ჩამოდიან, თუმცა ისინი ძირითადად დაბალმხარჯველთა კატეგორიას განეკუთვნებიან.

კაბულაშვილის განმარტებით, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის გამო იაპონელი, ჩინელი თუ ამერიკელი ტურისტების რაოდენობამ ქვეყანაში არათუ იკლო, არამედ ისინი სართოდ გაქრნენ.

“ამ ეტაპზე უფრო დაბალბიუჯეტიანი მგზავრები ჩამოდიან, ისინი ვისაც არ ადარდებს ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი. ეს არის დუბაი, ყატარი და ყაზახეთი. ჩამოდიან ქუთაისის აეროპორტში. მარტო ეს კატეგორია მოდის. რეალურად მაღალმხარჯველი ტურისტები ევროპიდან, ამერიკიდან, ასევე აზიიდან მაგალითად ჩინეთიდან, იაპონიიდან, კორეიდან, აღარ მოდიან. ადრე ძალიან დიდი ნაკადები იყო, დღეს კი რაოდენობამ კი არ იკლო, არამედ ისინი საერთოდ გაქრნენ", - აცხადებს "ომნეს ტურის" დირექტორი ირაკლი კაბულაშვილი.