მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეროვნული ბანკის ხისტი მიდგომა ინვესტორთა აპეტიტსაც არღვევს" - ინტერვიუ ნიკა გამყრელიძესთან

5f95220e4cdfb
ელენე გოგბერაშვილი
25.10.20 11:48
1340

#Forbesკვირა-ში „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკა გამყრელიძემ, არაერთ აქტუალურ კითხვას უპასუხა. Covid-ის სამართავად სისტემის მზაობა, ინვესტორთა განწყობები, კონფლიქტი ცენტრალურ ბანკთან და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გეგმები ... ეს საკითხების ნაწილია, რაზეც ნიკა გამყრელიძემ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.

-ვიცით, რომ ჯანმრთელად ხარ, მაგრამ კოვიდის პირველი წყების პაციენტთაგანი ხარ გამოჯანმრთელებული. ამ 6 თვის თავზე, ტოვებს თუ არა კოვიდი რაიმე კოვიდ ეფექტებს, რაზეც შეგიძლია მიანიშნო გამომდინარე იქიდან, რომ მივდივართ კოვიდინფიცირებულების სერიოზული ესკალაციისკენ

ჩემს შემთხვევაში არ დაუტოვებია. ყოველ შემთხვევაში მე რაც ვიცი, ისეთი არაფერი. სრული გამოკვლევა გავიკეთე და არაფერი კვალი არ მაქვს, ალბათ იმიტომ, რომ ჩემი შემთხვევა საკმაოდ მსუბუქი იყო. რთულ შემთხვევებში როგორც იძახიან, ტოვებს. 4000 მეტრზე ვცადე, ავედი და მშვენივრად ავედი და ჩამოვედი. კარგად ვარ ჯერჯერობით.

ყოველ დღე ეთერში მიწევს კოვიდ ვირუსის არდაჯერების სტიგმის დანგრევა... საქართველო არ არის ამ კუთხით გამორჩეული, ეს ხდება მთელს მსოფლიოში. რატომ არის ეს დამოკიდებულება ვირუსის მიმართ, რომლის არსებობის ძალიან ბევრს უბრალოდ არ სჯერა?

რთულია ამის თქმა. ალბათ არ გვინდა, რომ დავიჯეროთ. კატასტროფების დაჯერების გვეშინია. მიუღებლობაა ალბათ ცუდის მიმართ, სხვას ამას ვერაფერს დავარქმევ. ალბათ ემოციურ დონეზეა, რაციონალური ახსნა ამას არ აქვს.

თემა, რომელზეც უფრო მეტად მინდა ვისაუბროთ, უკავშირდება ჯანდაცვის სისტემის მზაობას დღეს. თქვენს შემთხვევაში, როგორც პაციენტის შემთხვევაში იყო სრულიად არაადაპტირებული რეალობა... მთავარია რაღაცეები გადაიხარშა. ჯამში, უმსხვილესი ჯანდაცვის კომპანიის გადმოსახედიდან, რამდენად ეფექტურად გამოვიყენეთ ეს 6-7 თვე საიმისოდ, რომ სისტემა მომზადებულიყო?

მე შემიძლია გითხრათ ჩემი კომპანიის მაგალითზე. მნიშვნელოვნად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს ახლა იმასთან შედარებით, რაც გაზაფხულზე იყო. ამას რამოდენიმე ფაქტორი განაპირობებს. დაახლოებით 30 კოვიდ-პროტოკოლი გვაქვს, რომელიც იწყება შიგნით კომპანიაში. შიდაპროტოკოლი ანუ დაწყებული დასუფთავება-დალაგებით, კომბინიზონის ჩაცმით, ისე როგორც რეანიმაციული პაციენტების მართვით.

დაახლოებით 5 ათასი ჩვენი თანამშრომელი დავატრენინგეთ და ამაზე რესურსი ნამდვილად არ დაგვიზოგავს. ამან თავისი შედეგი დადო და დღეს ჩვენს დაწესებულებებში თუ ხდება კოვიდ შემთხვევა, ძირითადად ხდება გარედან შემოტანა, შიდა გადადება ძალიან ცოტა გვაქვს და ეს ყველაფერი ამის შედეგია.

მეორე, რაც მნიშვნელოვანი და განსხვავებულია, გახსოვთ გაზაფხულზე იყო უფრო პანიკური ვითარება და ერთ-ერთი განმაპირობებელი იყო პერსონალური დაცვის საშუალებების დეფიციტი, რომელიც დღეს სრულად აღმოფხვრილია, ჩვენთანაც და ქვეყანაშიც.

მედიკამენტების დეფიციტი შეიძლება შექმნილიყო, ამის შიში იყო, ეს რისკიც მოხსნილია და ზოგადად ადამიანურადაც ვადაპრტირდით. გაზაფხულზე ჩვენ რომ 1000 შემთხვევა გვქონოდა, ალბათ სისტემა ემოციურად ამას ვერ გაუძლებდა. ჩვენი კომპანია დიდი კონტრიბუტორია მართვის პროცესში.

მოცულობებში ეს როგორ გამოიხატება და ურთიერთობაში ჯანდაცვის საინისტროსთან. აუცილებლობა იყო საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში ნორმატივები შეეთანხმებინა სამინისტროსთან თუ ეს აბსოლუტურად შიდა ნორმატივებია?

ჩვენ ძირითადად შიდა ნორმატივებზე ვმუშაობდით, შიდა კლინიკური გუნდი ამ მხრივ და ჩვენ ეს შიგნით გავაკეთეთ. მეორე მხარე ამისი იყო ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლის დატრენინგება, რომელიც ჩვენ დაახლოებით ივლისში დავიწყეთ და საკმაოდ მზაობაში გვყავს, თუ გაჭირდა და ვფიქრობ, დაჭირდება.

რამდენიმე ასეული საწოლი, კლინიკები, რაც თქვენს მართვაშია... არაერთხელ დააფიქსირდეთ მზაობა. დღეს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს, ოქტომბრის ბოლოსკენ რა რაოდენობის საწოლზე შეუძლია გააკეთოს განაცხადი?

დღეს უკვე ჩართული არის ჩვენი 600 საწოლი და დაახლოებით 250 საწოლი კიდევ ამ დღეებში ჩაერთვება. დაახლოებით 900 საწოლამდე იქნება, რომელსაც ჩვენი კომპანია გადააკეთებს სრულად ან ჰიბრიდულად ან უკვე გადაკეთებული აქვს კოვიდ ცენტრებად.

გადაკეთება არ ნიშნავს, მხოლოდ ინფრასტრუქტურას, ეს ნიშნავს ხალხს... უკვე გაეშვა ყველაზე მძლავრი ჰოსპიტალი - ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი, რომელიც იქნება ყველაზე მძლავრი ცენტრი, რომელიც მიიღებს კოვიდიან ყველა დაავადებას. დაუშვათ კოვიდიან პაციენტს თუ დასჭირდა მშობიარობა, თუ დასჭირდა ნეიროქირურგიული ოპერაცია, თუ დასჭირდა კარდიოქირურგიული ოპერაცია... ანუ სრული სერვისია და არამარტო კოვიდის მართვა.

პარალელურად მთელი წლის განმავლობაში არ გვაკლდა გამოწვევები, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დელისტინგის თემა იყო, რომელსაც წინ უძღოდა EBRD-ის უპრეცენდენტო ფინანსური ინექცია სესხის სახით. უპრეცენდენტო ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდში ზუსტად საქართველოში, რეგიონში ჯანდაცვის ჯგუფის მიმართულებით 25 მილიონიანი ინექცია. რატომ გადაწყვიტეტთ დელისტინგი და იყო თუ არა ეს სხვა IFI-თან, მათ შორის EBRD-თან კორელაციაში და იყვნენ თუ არა ყველაფრის საქმის კურსში?

ჩვენ IFI-ების დაფინანსება გვაქვს და მათი ნებართვაც იყო საჭირო, მაგრამ კორელაციაში ეს ერთის მხრივ არ იყო. დელისტინგი გადავწყვიტეთ სუფთა ტექნიკური მიზეზის გამო ანუ საქართველოში იყო 4 საერთაშორისო ბირჟაზე კვოტირებული კომპანია, იყო ორი ბანკი, საქართველოს კაპიტალი და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, მაკროეკონომიკური ფაქტორების გამო გლობალურადაც და ლოკალურადაც ეს 4 კომპანია მნიშვნელოვნად დაპატარავდა საბაზრო კაპიტალიზაციის კუთხით, შესაბამისად დაპატარავებამ გამოიწვია დღიური ვაჭრობის შემცირება, რასაც ჩვენ ლიკვიდურობას ვეძახით და ეს არ არის დაკავშირებული ფინანსურ ლიკვიდურობასთან; ეს არის დაკავშირებული დღიურ ვაჭრობასთან ბირჟაზე. შესაბამისად როდესაც ასე პატარავდები და დაბალი ლიკვიდურობა გაქვს, უკვე აღარ გიღირს ხარჯის გაღება საჯარო კომპანიად ყოფნისას.

ეს საკმაოდ დიდ ხარჯებს მოიცავს, რამდენიმე მილიონია ყოველწლიურად და შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ ეს ორი კომპანია, საქართველოს კაპიტალი და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ერთმანეთზე შეგვერწყა და მიგვეღო ერთი უფრო მსხვილი კომპანია, რომელსაც მეტი ლიკვიდობა ექნებოდა ბაზარზე. ეს გადაწყვეტილება ჩვენმა სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო და დავასრულეთ ამიტომ ეს ტრანზაქცია ანუ სუფთა ტექნიკურმა ფაქტორებმა განაპირობა, თავისთავად მაკროეკონომიკურმაც, რომელმაც დააპატარავა ყველა კომპანია.

ამ ყველაფრის თანმდევი ამავდროულად იყო რთული ურთიერთობა ეროვნულ ბანკთან, ის რა ეტაპზეა ამ დროისთვის, ამოიწურა თუ არა ეს კონფლიქტი?... საკითხი დაიხურა?

საკითხი კვლავ, სამწუხაროდ ღიაა. საკითხში არაფერი არ შეცვლილა, უბრალოდ ჩვენ თვითონ მოვახერხეთ გადალაგება იმ მხრივ, რომ ჩვენმა ერთ-ერთი ჯგუფის კომპანიამ "ჯორჯიან გლობალ უთილითიმ“ ევრობონდი გამოუშვა და შესაბამისად ლიმიტები განთავისუფლდა ლოკალურ ბანკებში. ეროვნული ბანკის ის ხისტი მიდგომა დარჩა ისევ ხისტ მიდგომად და ძალიან სამწუხაროა, ზოგადად, რომ ...

და არც კომუნიკაცია არის გაგრძელებული?

აქ ხომ ჩვენზე არ არის საუბარი, აქ მივდივართ ბიზნესის ნდობაზე მსხვილი ინსტიტუციის მიმართ, რასაც ეროვნული ბანკი ჰქვია და კონკრეტულად მისი მენეჯმენტი. ანუ კომუნიკაციის ეს დეფიციტი და ნაკლები ტრანსფარანტულობა იწვევს ნდობის დეფიციტს და ამას მარტო მე არ ვიძახი. არაერთ მსხვილ ბიზნესმენს უთქვამს, რომ ეს ნდობის დეფიციტი არსებობს და ამას სად მივყავართ ხო ... ნდობის დეფიციტს მივყავართ შეფერხებებზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში, პირდაპირი განმაპირობებელია, როდესაც არ ვიცი ყველაზე მსხვილი მონეტარული ინსტრუმენტების მქონე ინსტიტუტის პოლიტიკა რა არის, მარეგულირებლის პოლიტიკა რა არის, მე, როდესაც ვარ უცხოელი ინვესტორი და ვდებ ფულს უცხოურ ვალუტაში...

ხისტი როდესაც არის და ნაკლებად ტრანსფარანტული და მიდგომა არის "ჩვენ ვიცით ყველაფერი და სხვამ არაფერი იცის", სამწუხაროდ, ეს განაპირობებს ამ მისკომუნიკაციას. შესაბამისად არღვევს ინვესტორების აპეტიტსაც, რომ ფული ჩადონ, იმიტომ, რომ მარტივია: ჩვენ არ ვიცით რა ღირს ლარის რისკი დღეს, როდესაც ვართ ინვესტორი და როდესაც არ ვიცი რა ღირს ლარის რისკი, შეიძლება დავარქვათ ამას, რომ ეროვნულ ბანკს აქვს სუსტი ლარის პოლიტიკა. ძალიან რთული ხდება, როდესაც გარედან ჩვენ გვინდა უცხიურ ვალუტაში ფული ჩავდოთ და არ ვიცით ლარის რისკი რა ღირს. ასეთ დროს ჩვენ შეიძლება გავიწიოთ და აღარ ჩავდოთ ფული.

ამ ყველაფრის ფონზე ინვესტორების განწყობა მაინტერესებს, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მიმართ ყოველდღიურ რეჟიმში იმიტომ, რომ მაკროეკონომიკური მომენტები, რაც თქვენ ახსენეთ, ჯორჯიან კაპიტალთან ტექნიკური გაერთიანებიდან გამომდინარე საფონდო ბბირჟის ჭრილში, ამას დაემატა რეგიონალური რისკების გაუარესება. ჯერ არც მაინცდამაინც განსაკუთრებული მიმზიდველობით გამოვირჩეოდით, მაგრამ მთიანი ყარაბაღის თემამ, თურქეთის კრიზისმა, ეს კიდევ უფრო გააღრმავა. ეს ყველაფერი რამდენად ასახვადი გახდა?

რა თქმა უნდა არ გვეხმარება და ძალიან არ გვეხმარება. რთულ პირობებში ვართ მაგ მხრივ, არ გვეხმარება მეზობლების კონფლიქტი, არ გვეხმარება ზოგადად მაკროეკონომიკური მდგომარეობა, არ გვეხმარება ზოგადად რეგიონი.

თვითონ კომპანიის მიმართ განწყობა საკმაოდ პოზიტიურია, რადგან ჯანდაცვის სექტორი არის ყველაზე დაცული ეგეთ დროს, ნაკლებად ციკლურია, თუნდაც მძიმე კრიზისების მიმართ დღესაც და სადმე რომ უწევთ ფულის ჩადება, ერთ-ერთი ყველაზე დაცული ინვესტიციად აღიქვამენ ჯანდაცვის სექტორში ინვესტიციას ინვესტორები და კომპანიასაც ისე უყურებენ ,მაგრამ გარემო რისკები ბევრ რამეს განაპირობებს და ეს არაფრით არ გვეხმარება.

ამ ფონზე დაიწყეთ თუ არა დაგეგმვა 2021 წლის, რამდენადაც დაგეგმვას შეიძლება დაექვემდებაროს?

რთულია. შედეგებს რომ შევხედოთ, მთავარი ჩვენთვის რა იყო, როცა კრიზისი დაიწყო, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა თანამშრომლები და მათი უსაფრთხოება. ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი- 16 000 ადამიანი მუშაობს ჩვენთან. ყველა მათგანი დღეს აგრძელებს ჩვეულებრივ მუშაობას და კომპანიის ფინანსური სტაბილურობა იმდენად არის უზრუნველყოფილი, რომ ამას საფრთხე არ ემუქრება.

ჩვენ ამ კრიზისს ვთვლით კიდეც, ვთვლით შემდგომ 6-9 თვეზე, რომ მძიმე მდგომარეობა რომ გაგრძელდეს, ჩვენი კომპანიის ფინანსური მდგრადობას არანაირი საფრთხე არ აქვს და შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლები გააგრძელებენ მუშაობას. ეს იყო ამომავალი წერტილი ჩვენთვის, როდესაც ვთვლიდით წლევანდელ წელს, კრიზის ბიუჯეტს როდესაც ვუყურებდით და არა ამ წლის მომგებიანობას.
რაც შეეხება მომავალს, ზრდის და განვითარების სტრატეგია უცვლელია. ამას ვუყურებთ, რომ გვექნება ერთგვარი გეპი, ალბათ ერთწლიანი, შეიძლება 18 თვიანი, რომელსაც ამოვაგდებთ, რაღაცეებს ვისწავლით და ბევრი რამ ვისწავლეთ ამ კრიზისისგან და შემდგომშიც გამოვიყენებთ ამ ყველაფერს.