მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლის პირველი გამოშვების კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს

62fcc54ebfdaa
BM.GE
17.08.22 14:37
955
წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლის პირველ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. სკოლის პირველი გამოშვების დაჯილდოების ცერემონიალი დღეს გაიმართა. პროფესიული განათლების კურსი 28 ახალგაზრდამ წარმატებით გაიარა.

ცნობისთვის, “ლელოს” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის დაფინანსებით, წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის უფასო IT სკოლა მაისში გაიხსნა.

თავდაპირველად სკოლაში სასწავლო კურსზე, ჯამში, 300 ადამიანი დარეგისტრირდა. როგორც მაშინ bm.ge-ს წალენჯიხის IT სკოლა აკადემიის დირექტორმა ზურაბ გეთიამ განუცხადა, მათგან პირველი ტურის ფარგლებში, 90-მა მიიღო მონაწილეობა ტესტირებასა და გასაუბრებაში, რომელთაგანაც პირველი ორი ჯგუფი ჩამოყალიბდა.

„ერთი ჯგუფი შეისწავლის შესავალ Front-End Development-ში (ვებ-გვერდების და ვებ-აპლიკაციების შექმნა HTML/CSS და JavaScript გამოყენებით); მეორე ჯგუფი კი - შესავალს Python Programming-ში. ორივე შესავალი კურსი, დაახლოებით, 2.5-თვიანია.

აღსანიშნია, რომ გარდა პროგრამირების კურსებისა, ჯგუფის წევრები უფასოდ ისწავლიან ინგლისურს, Lingwing-ის მონაწილეობით, რომელიც სკოლის პარტნიორია“, - განმარტა ზურაბ გეთიამ სკოლის გახსნისას.

კურსებზე ახალი ნაკადის მიღება დღეს გამოცხადდება.