მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩამოგერთმევათ ლიცენზია" - კალაძის გაფრთხილება ტაქსის მძღოლებს

60111a707ab3a
ინგა მურუსიძე
27.01.21 11:45
5922
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლიცენზირებულ ტაქსის მძღოლებს, რომლებიც ტექდათვალიერებას არ გაივლიან, ლიცენზია ჩამოერთმევათ.

ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, ტაქსის მძღოლებთან კომუნიკაციის ორგანიზება მათი სრული ინფორმირებისთვის.

„თბილისის ტაქსის რეფორმის ფარგლებში მომსახურეობის გაწევის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების კანონის შესაბამისად სავალდებულო ტექინსპექტირება. ეს სავალდებულოა იმ მძღოლებისთვის, ვისაც ლიცენზია აქვს და ეწევა ამ საქმიანობას. ტექდათვალიერების არგავლა წარმოადგენს ტაქსის ლიცენზიის გაუქმების წინაპირობას.

პანდემიის პირობებში მათ მივეცით შესაძლებლობა და ტექდათვალიერება გადავადდა, თუმცა ახლა არის ამის დრო და იმ ტაქსის მძღოლებმა, ვინც ლიცენზიას ფლობს, აუცილებლად უნდა გაიარონ ტექდათვალიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ჩამოერთმევათ ლიცენზია“, - განაცხადა კახა კალაძემ.