მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნურ-სულთანში უდიდესი სოფლის მეურნეობის კომპლექსის შექმნა სურთ

5d89dd13900df
მიხეილ ხაჩიძე
24.09.19 14:40
1058

ნურ-სულთანში, პოსტ-საბჭოთა სივრცეში  უდიდესი სოფლის მეურნეობის კომპლექსის შექმნა სურთ. ყაზახური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ტიმურ სულეიმენოვმა განაცხადა.



”ეს არის ძალიან დიდი სასოფლო-სამეურნეო პროექტი, თუ ის ამოქმედდა, ის ყველაზე მასშტაბური იქნება არა მხოლოდ ცენტრალურ აზიაში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ჩვენ ვსაუბრობთ ინვესტიციების ზომაზე, პარამეტრების მიხედვით - 500 მილიონიდან 1.3 მილიარდ აშშ დოლარამდე. ეს არის უზარმაზარი ინვესტიცია სერიოზული  და თანამედროვე ტექნოლოგიით. ეს იქნება ინტეგრირებული კომპლექსი: საძოვრებიდან დაწყებული სხვადასხვა პროდუქციით დამთავრებული. დაგეგმილია ექსპორტი 70% -მდე”, - განაცხადა სულეიმანოვმა.



მისივე თქმით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, ქვეყნის პრეზიდენტი დიდ ამერიკული კომპანიების ლიდერებს შეხვდება და საკითხზე დეტალურად იმსჯელებენ.



”ჩვენ კარგი დიალოგი დავამყარეთ ამერიკელ ინვესტორებთან, რომლებიც უკვე ყაზახეთშიც იმყოფებიან’’,- დასძინა მან.