03.სექტემბერი .2019 00:05

ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილი ქვეყნის მეორე პირი გახდა

views 364
უკან

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილი ქვეყნის სენატის თავმჯდომარის პოსტზე აირჩიეს. გადაწყვეტილება პარლამენტის ზედა პალატამ, ერთხმად მიიღო.

დარიგა ნაზარბაევას კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტმა, კასიმ ჟომარტ ტოკაევმა წამოაყენა. ეს ქვეყანაში რანგით, ოფიციალურად მეორე პოსტია. ამ თანამდებობას თავად ტოკაევი 20 მარტამდე იკავებდა, მანამ სანამ, ნურსულთან ნაზარბაევის ვადამდელი გადადგომის შემდეგ პრეზიდენტი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ნურსულთან ნაზარბაევი პოსტიდან 2019 წლის 19 მარტს გადადგა. 23 მარტს კი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას სახელი შეეცვალა და ნურსულთანი ეწოდა.