რუსეთ-უკრაინის ომმა მარცვლეულსა და პროტეინის წყაროებზე ფასების ცვლილება გამოიწვია. მიმდინარე მოვლენების ფონზე, ისეთი მსხვილი მოთამაშე, როგორიც არის უკრაინა, გლობალურ ბაზარს ჩაეხსნა, რამაც ნედლეულის დეფიციტი გამოიწვია. როგორც ცხოველების საკვების მწარმოებელი ქართული კომპანია “ნუტრიმაქსის” შესყიდვების მენეჯერი, ნათია ბოროშვილი BMG-სთან აღნიშნავს, მოლაპარაკებები ალტერნატიულ ბაზრებზე მიმდინარეობს, მათ შორის განიხილება ევროპიდან მარცვლეულის იმპორტი, თუმცა ეს საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ნედლეულის თვითღირებულება შეიძლება გაორმაგდეს და გასამმაგდეს, რაც აისახება საბოლოო პროდუქტის ფასზეც.
“ჯერჯერობით ვახერხებთ ფასების შენარჩუნებას და ვცდილობთ, საბოლოო პროდუქციის ფასებზე რადიკალური ზრდა არ გვქონდეს", - განაცხადა ბოროშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მოლოდინები პესიმისტურია და მომდევნო თვეების განმავლობაში ვითარების დასტაბილურებას არ ელოდებიან. "ამიტომაც სამწუხაროდ, ფასების ზრდას გარდაუვალია,” - დასძინა მან.
რაც შეეხება "ნუტრიმაქსის" პროდუქციის ექსპორტს, კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ შესაბამისი პროცედურები სტაბილურად მიმდინარეობს და მოთხოვნაც მზარდია.
ცნობისთვის: “ნუტრიმაქსი” სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ცხოველების საკვებს 2009 წლიდან აწარმოებს. საწარმოს წლიური წარმადობა 100 დასახელების 35 000 ტონა ცხოველთა საკვებია. "ნუტრიმაქსის" პროდუქტის 60% საქართველოში, ხოლო 40% აზერბაიჯანში, სომხეთსა და აფრიკის რამდენიმე სახელმწიფოში იყიდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო