01.დეკემბერი .2020 10:45

NutsGe: ბანკებმა თხილის ექსპორტიორებს საბრუნავი საშუალებების დაფინანსება შეუმცირეს

NutsGe: ბანკებმა თხილის ექსპორტიორებს საბრუნავი საშუალებების დაფინანსება შეუმცირეს
views 419
უკან

პანდემიამ  თხილის მწარმოებელ თუ გადამამუშავებელ კომპანიებში სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. ამის შესახებ  თხილის გადამამუშავებელი საწარმო NutsGe-ს დირექტორმა მამუკა ბერიაშვილმა “საქმიან დილაში” სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ბერიაშვილმა განმარტა, ლოგისტიკის გართულებასთან ერთად, კომპანიები სხვა სახის პრობლემების წინაშეც დადგნენ.

“რეგულაციებმა დამატებითი ფინანსური რესურსები მოითხოვა; ბანკებმა ექსპორტიორებს საბრუნავი საშუალებების დაფინანსება შეუმცირეს. მუშახელს შორის დისტანციის დაცვამ წარმადობის შემცირება გამოიწვია. ჩვენ 120 თნამშრომელი გვყავდა და ახლა 40-ს ვასაქმებთ, რაც პანდემიის თანმდევმა საფრთხეებმა გამოიწვია. სწორედ პანდემიის მოსალოდნელ მეორე ტალღის დაწყებასთან დაკავშირებით, მხოლოდ მოხალული პროდუქციის წარმოება დავისახეთ გეგმად, რამაც მუშახელი გაგვინახევრა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ წარმოება გაჩერებისკენ მიდის, პირიქით მომავალ წელს მეტი სტიმულით ვუყურებთ", - განაცხადა ბერიაშვილმა.