მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაგთის" აბონენტები თვეში საშუალოდ 11 ლარს ხარჯავენ, "სილქნეტის" ₾10.6-ს, "ბილაინის" კი ₾7.2-ს

616aed01c9f55
BM.GE
16.10.21 19:17
2390
საქართველოში მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა კომუნიკაციების კომისიას 2021 წლის 7 თვის საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს. დოკუმენტების მიხედვით, მობილურ კავშირგაბმულობაში წელს ფიზიკურმა პირებმა და კორპორატიულმა სექტორმა, ჯამში, 306.7 მილიონი ლარი გადაიხადეს. მათ შორის 228.6 მლნ ლარი ფიზიკური პირების მიერ გადახდილი თანხა, 78.1 მილიონი ლარი კი კორპორატიული სექტორის მიერ გადახდილი თანხა იყო.

მობილური კავშირგაბმულობიდან მიღებული შემოსავლები კომპანიების მიხედვით, 2021 წლის პირველ 7 თვეში ასე ნაწილდება:

"მაგთი" - 141.6 მილიონი ლარი;
"სილქნეტი" - 108.4 მილიონი ლარი;
"ბილაინი" (ვიონი საქართველო) - 56.7 მილიონი ლარი.

რაც შეეხება აქტიურ აბონენტთა რაოდენობას, ის 2021 წლის ივლისის მდგომარეობით, ასე ნაწილდება:

"მაგთი" - 2.1 მილიონი აბონენტი;
"სილქნეტი" - 1.69 მილიონი აბონენტი;
"ბილაინი" - 1.29 მილიონი აბონენტი.

ანგარიშის თანახმად, 2021 წლის ივლისში კორპორატიული სექტორის შემოსავლების თითქმის ნახევარი “მაგთიზე” მოდიოდა.

მობილური ოპერატორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ARPU-ს ანუ თვის განმავლობაში საშუალოდ ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი. ამ მაჩვენებლითაც “მაგთი” ლიდერობს, ხოლო ბოლო ადგილზე კი “ბილაინია”.

ერთი აბონენტიდან მიღებული საშუალო შემოსავალი 2021 წლის ივლისში:

"მაგთი" - 11.04 ლარი თვეში;
"სილქნეტი" - 10.56 ლარი თვეში;
"ბილაინი" - 7.19 ლარი თვეში.

ივლისში "სილქნეტის" ერთმა საშუალო მომხმარებელმა 180 წუთის განმავლობაში ისაუბრა; "მაგთის" აბონენტის საშუალო საუბრის დრო - 163 წუთი, "ბილაინის" კი - 193 წუთი იყო. ამავე თვეში "მაგთის" საშუალო აბონენტი 14.2 გიგაბაიტ ინტერნეტს მოიხმარდა, "სილქნეტის" 7.7 გიგაბაიტს, ხოლო "ბილაინის" კი - 5.9 გიგაბაიტს.

მთლიანობაში არსებული მდგომარეობით მობილური ინტერნეტით ოპერატორების შემოსავლის 41% ფორმირდება, შემოსავლის 48% დგება ხმოვანი ზარებისგან, სმს-დან - 4%, ხოლო - 7% კი სხვა სერვისებიდან.