მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ოცნება”, "საქართველოსთვის”, “ენმ” - რა შემოწირულობებს იღებენ პოლიტიკური პარტიები

6103f20f92c84
შოთა ტყეშელაშვილი
30.07.21 16:38
2048
2 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 64 დღე დარჩა, შესაბამისად, ქვეყანა ფაქტობრივად უკვე საარჩევნო პერიოდში იმყოფება. პარტიების პოლიტიკური შემოწირულობებიც გააქტიურებულია. ივნისის განმავლობაში პარტიებმა დონაციების სახით სულ 355,303 ლარი მიიღეს, ხოლო მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში სულ შემოწირულობების სახით 4,248,781 ლარი გაიცა. ამ თანხიდან ყველაზე მეტი - 3,326,400 ლარის შემოწირულობა კვლავინდებურად, მმართველმა პარტიამ - “ქართულმა ოცნებამ” მიიღო. “ოცნების” სასარგებლოდ ჩარიცხული თანხა წელს მთლიანად პოლიტიკური შემოწირულობების 78%-ია. გადარიცხული თანხის მოცულობით მეორე ადილზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, მესამეზე კი ექს-პრემიერ გახარიას პარტია “საქართველოსთვის”.

პოლიტიკური შემოწირულობების სტატისტიკა:

  1. “ქართული ოცნება” - 3,326,400 ლარი;
  2. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 318,722 ლარი;
  3. “საქართველოსთვის” - 254,379 ლარი;
  4. “ევროპული საქართველო” - 113,760 ლარი;
  5. “ლელო” - 106,580 ლარი;
  6. “ევროპელი სოციალისტები” - 71,500 ლარი.

სახელმწიფო აუდიტის სამსხაურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, პარტიებს “სტრატეგია აღმაშენებლს” და “მოქალაქეებს” (ალეკო ელისაშვილი) წელს პოლიტიკური შემოწირულობა არ მიუღიათ.

ამასთანავე, უწყების მონაცემთა ბაზა არ შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა დონაციას იღებს პარტია “გირჩი”.