მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ოცნება”, "საქართველოსთვის”, “ენმ” - რა შემოწირულობებს იღებენ პოლიტიკური პარტიები

612f4f9bad447
შოთა ტყეშელაშვილი
01.09.21 14:03
1166
2 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 30 დღე დარჩა, შესაბამისად, ქვეყანა უკვე საარჩევნო პერიოდში იმყოფება. პარტიების პოლიტიკური შემოწირულობებიც გააქტიურებულია. აგვისტოს განმავლობაში პარტიებმა დონაციების სახით სულ 5,754,306 ლარი მიიღეს. ამ თანხიდან ყველაზე მეტი - 4,987,854 ლარის შემოწირულობა კვლავინდებურად, მმართველმა პარტიამ - “ქართულმა ოცნებამ” მიიღო. “ოცნების” სასარგებლოდ ჩარიცხული თანხა აგვისტოში მთლიანად პოლიტიკური შემოწირულობების 87%-ია. გადარიცხული თანხის მოცულობით მეორე ადილზე ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვისაა”, მესამეზე კი “ლელო” იმყოფება.

პოლიტიკური შემოწირულობების სტატისტიკა:

1. “ქართული ოცნება” - 4,987,854 ლარი;
2. “საქართველოსთვის” - 324,500 ლარი;
3. “ლელო” - 169,500 ლარი;
4. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 117,480 ლარი;
5. “ევროპული საქართველო” - 54,886 ლარი;
6. “დროა” - 31,468 ლარი;
7. “ევროპელი სოციალისტები” - 25,000 ლარი;
8. “ხალხისთვის” - 14,207 ლარი.

სახელმწიფო აუდიტის სამსხაურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, პარტიებს “სტრატეგია აღმაშენებლს” და “მოქალაქეებს” (ალეკო ელისაშვილი) წელს პოლიტიკური შემოწირულობა არ მიუღიათ.

ამასთანავე, უწყების მონაცემთა ბაზა არ შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა დონაციას იღებს პარტია “გირჩი”.