მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოცნებამ“ პარლამენტში ეკონომიკური კომიტეტების თანამდებობებზე კანდიდატები დაასახელა

5fd22f5f5d406
ინგა მურუსიძე
10.12.20 18:23
952
ხვალ ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას ის კანდიდატები გააცნო, რომელთაც სხვადასხვა საპარლამენტო თანამდებობაზე ხვალ უყრიან კენჭს.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თამჯდომარეობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე იქნება, ხოლო პირველი, მეორე და მესამე მოადგილეები გია ვოლსკი, კახა კუჭავა და დავით სერგეენკო.

რაც შეეხება ეკონომიკური ბლოკის საპარლამენტო გუნდს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე კვლავ ირაკლი კოვზანაძეს უყრიან კენჭს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე - დავით სონღულაშვილს, ხოლო აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე - ნინო წილოსანს.

ასევე, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე - მაია ბითაძეს წარადგენენ,  ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე - დიმიტრი ხუნდაძეს, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე კი - თეა წულუკიანს.

არსებული ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები დაესწრებიან.