მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნებამ" ვაშინგტონში კიდევ ერთი ლობისტური კომპანია დაიქირავა - თვეში 33,333 დოლარად

5e465a7a73a47
შოთა ტყეშელაშვილი
14.02.20 12:33
1204
"ქართულმა ოცნებამ" ვაშინგტონში მორიგი ლობისტური კონტრაქტი გააფორმა. აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის (FARA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული კონტრაქტის მიხედვით, "ოცნება" ამერიკულ კომპანია DCI Group-ს თვეში $33,333 დოლარს გადაუხდის, კონტრაქტის ხანგრძლივობა კი 2020 წლის 31 ოქტომბრამდეა. 

კონტრაქტის მიხედვით, DCI Group-ის მიზანს წარმოადგენს იმ სახის ინფორმაციის გავრცელება, რომ პარტია "ქართული ოცნება" საქართველოში დემოკრატიის, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის იღწვის. 

"რეგისტრანტი იმუშავებს, რათა წარმოაჩინოს პარტია ქართული ოცნება, როგორც სანდო და პრაგმატული პარტნიორი დემოკრატიისთვის, მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის, რომ ის ერთგულია დასავლური ლიბერალური დემოკრატიის იდეების და საქართველო-აშშ-ის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების,"- წერია დოკუმენტში. 

კონტრაქტს ხელს პარლამენტარი ირაკლი კობახიძე აწერს. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, "ოცნებამ" აშშ-ში კიდევ ერთი ლობისტური კომპანია Hogan Lovells US LLP დაიქირავა, რომელთანაც გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება $900,000 დოლარია.