მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ოცნებას” საარჩევნოდ 16.5 მლნ შესწირეს, დანარჩენ პარტიებს - 6.6 მლნ - ანალიზი

617bc9f0b2b0f
შოთა ტყეშელაშვილი
29.10.21 14:22
620
2021 წლის პირველი იანვრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში სულ 23,227,322 ლარის პოლიტიკური შემოწირულობები გაიცა. ამ თანხის 71% კვლავინდებურად მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” შესწირეს.

სხვა პარტიებიდან დონაციებით პირველ ადგილზეა “ლელო საქართველოსთვის”, რომელსაც 2,330,556 ლარი შესწირეს, რაც ოცნების შემოწირულობაზე ზუსტად 7.1-ჯერ ნაკლებია. მესამე ადგილზეა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2,212,912 ლარის შემოწირულობით.

პარტიების შემოწირულობების მოცულობები ასე ნაწილდება:

● “ქართული ოცნება” - 16,585,660 ლარი;
● “ლელო საქართველოსთვის” - 2,330,556 ლარი;
● “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 2,212,912 ლარი;
● “საქართველოსთვის (გიორგი გახარია)” - 1,388,012 ლარი;
● “ევროპული საქართველო” - 239,740 ლარი;
● “ევრპპელი სოციალისტები” - 114,500 ლარი;
● გიორგი ვაშაძე, “სტრატეგია აღმაშენებელი/მესამე ძალა” - 97,500 ლარი;
● ელენე ხოშტარია - “დროა” - 78,591 ლარი;
● “ხალხისთვის” - 47,116 ლარი;
● “პატრიოტთა ალიანსი” - 37,370 ლარი;

“საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოს” ანგარიშის თანახმად, “ქართული ოცნების” შემომწირველთა შორის არიან იმ ბიზნესმენები, რომლებთან დაკავშირებული კომპანიებიც მსხვილ ტენდერებს იგებენ.

კვლევის მიხედვით, მმართველი პარტიის შემომწირველებთან კავშირში მყოფმა კომპანიებმა 155 მილიონი ლარის სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვეს და 6 მლნ ლარის უტენდერო (გამარტივებული) კონტრაქტები გაუფორმდათ.