პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მმართველი პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატებმა სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს. კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ სებ-ი რეალობას უნდა დაუბრუნდეს და ინფლაციის შემცირებაზე იზრუნოს, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა, რომ სებ-ი დღეს უფრო მეტად საერთაშორისო ორგანიზაციების გაიდლაინებს აქცევს ყურადღებას, ვიდრე იმ კონტექსტს, რაც ქვეყანაშია. კომიტეტის წევრმა დავით სოლღულაშვილმა კი კობა გვენეტაძეს ფულის მასის, 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების აკრძალვის, შიდა ვალის, სავალუტო ინტერვენციებისა და სხვა საკითხების შესახებ რამდენიმე “ბლიც” კითხვა დაუსვა.
კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ 200,000 ლარამდე სესხების აკრძალვა სებ-ის რეგულაციების პაკეტის ნაწილი არ ყოფილა და ის თავად პარლამენტმა დაამტკიცა. ფულის მასის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ მონეტარული თარგეთირების რეჟიმის პირობებში ფულის მასა თავისუფალ ბაზარზე დგება, ხოლო სავალუტო რეზერვების ზრდასთან დაკავშირებით კობა გვენეტაძე ამბობს, რომ რეზერვების შევსება ქვეყნისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს და ნაჩქარევად მისი შევსება არ მომხდარა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი და ვინ არიან ინფლუენსერები?
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი