მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ოცნების” გადაწყვეტილება არის უკუსვლა ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე - კვირიკაშვილი

6101bc687c0c1
თამთა ჯიჯავაძე
29.07.21 00:19
681
საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურება.

როგორც კვირიკაშვილი აცხადებს, "ოცნების" გადაწყვეტილება არის ნაბიჯი უკიდურესი პოლარიზაციისკენ და მნიშვნელოვანი უკუსვლა ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე.

"პასუხისმგებლობა მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე ეკისრება პირველ რიგში ქართული ოცნების ხელმძღვანელობას; თუმცა, ნაციონალური მოძრაობაც, რომელმაც ხელშეკრულებაზე არმიერთებით საშუალება მისცა მმართველ პარტიას, უარი ეთქვა აღებულ ვალდებულებებზე, ასევე პასუხისმგებელია იმ რეალობაზე, რომელშიც აღმოჩნდა ქვეყანა.

და საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, თუ რა გეგმები აქვს და როგორ მოქმედებს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, სწორედ მმართველი პარტიის ვალდებულებაა პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა, რადიკალური ოპოზიციის ქმედების მიუხედავად საერთაშორისო ვალდებულების შესრულება და ქვეყნის განვითარების შიდა და საგარეო ამოცანების გადაწყვეტის უზრუნველყოფა", - აცხადებს კვირიკაშვილი.